მაია დვალიძე: ქართული ოცნება! უგულავა კარგად ჩაფრინდა?

სამოქალაქო აქტივისტი მაია დვალიძე ირონიულ პოსტს უძღვნის ქართულ შერჩევით სამართალს, რის მიხედვითაც, სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებიც პარლამენტის წინ სახელმწიფო გადატრიალებას ორგანიზატორებდნენ, ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვების და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების საშუალება მისცა; პარალელურ რეჟიმში კი, მთელი სიმკაცრით სჯის კონსერვატიულ პოზიციაზე მყოფ იმ აქტივისტებს, რომლებიც ვერის პარკში ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ კონტრაქციის ორგანიზების მიზნით იკრიბებოდნენ: – “მელამ თავის კუდი მოწმედ მოიყვანაო, ეგრეა “ოცნების” საქმე!
3 პოლიციელი ადებს ხელს გურამ ფალავანდიშვილს, გვაგინაო და ასამართლებენ )))
ქართული ოცნება / Georgian Dream
უგულავა კარგად ჩაფრინდა?
ხომ არაფერი უჭირს, თუ უგვარებთ იქაც???
პ.ს. ირაკლი ანთიძე -ს ეგებ დაუბრუნოთ პერსონალური კომპიუტერი, და საერთოდ შეეშვათ, ხომ დაინახეთ არ დევს კომბალი შიგნით!
გამომძიებელს კიდევ დაუტენეთ ის ტელეფონი, ყოველი დარეკვისას რომ “უჯდება” – წერს მაია დვალიძე.

კომენტარები