მაია ნოკოლეიშვილი – „სააკაშვილმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა მოკლა, შემდეგ შეიცვალა საპროცესო კანონი და დაზარალებული საერთოდ უუფლებო“

-„1997 წელს, პირადად, ჩემი ინიციატივა იყო, უნდა იყოს არასახელმწიფო ექსპერტიზაც. ამას განაპირობებდა ის, რომ, მაშინაც, როგორც ახლა, ბევრი შემთხვევა იყო დაგროვილი, სხვადასხვა მკვლელობები, რომლებიც ვერ მიდიოდა თავის ლოგიკურ ბოლომდე.

1997 წელს  ყველანი ერთად დავდექით, – არასამთავრობოებიც. მქონდა გამზადებული იდეა და იგივე სააკაშვილი, მათ შორის, ადეიშვილიც, ჩვენ  პირველებმა პოსტ საბჭოთა სივრცეში იმას მივაღწიეთ, რომ საკანონმდებლო დონეზე დავუშვით არასახელმწიფო კერძო ექსპერტიზა.

ეს იყო მეფარიშვილის რევოლუციური კოდექსი. შედეგ მოხდა, რომ საკაშვილი, (მან გადასარევად იცოდა ეს ყველაფერი), გვერდში მედგა ხელისუფლებაში მოსვლამდე, ეს იდეა რომ ყოფილიყო გატანილი, დამოუკიდებელ ექსპერტიზას კლავს შემდეგი მეთოდით, – თუ მანამდე დამოუკიდებელ ექსპერტს არ სჭირდებოდა დაწესებულება, არ სჭირდებოდა ლიცენზია და სერტიფიკაცია, 200 წელს  სავალდებულო გახდა, გვქონოდა დაწესებულება, სადაც დაახლოებით ნახევარი მილიონიდან ერთ მილიონამდე ლარის აღჭურვილობა უნდა გქონოდა, თავისი სამაცივრე განყოფილებებით, ლაბორატორიებით და ყველაფრით. მაშინ მე ვიყავი მხოლოდ დამოუკიდებელი ექსპერტი, ჯანდაცვის სამინიტრო შევიდა, ამ ერთი ადამიანის გამო გააკეთა რეგულაციები. მაშინ ერთი მილიონი ლარი რომ მქონოდა, ბოდიში და მორგს არ გავაკეთებდი, აგარაკს ვიყიდიდი ფლორიდაში.

ეს იყო ბარიერი, რომელსაც მე ვერ გადავლახავდი, სხვა დამოუკიდებელი ექსპერტები არ იყვნენ. მაშინ მოხდა ჩემი შეცდომა – პოლიტიკაში წასვლა. ვხედავდი, როგორ მოკლეს ის, რაც ამდენი ბრძოლის შედეგად მივიღეთ, შემდეგ  პროცესები განვითარდა უარესად. საპროცესო კანონი შეიცვალა, დაზარალებული საერთოდ გახდა უუფლებო, დაზარალებულს საქმის მასალების გაცნობა არ შეეძლო, მის საქმეზე ვერ წაიკითავდა ვერც ერთ ფურცელს. ამ კანონით დაზარალებული გახდა უუფლებო, ექსპერტი იქცა მოწმედ. 2012 წლიდან კეთილი ნება შემოვიდა, შეგიძლია – მიხვიდე დაზარალებულის წარმომადგენელი, გაეცნო მასალებს, ამონაწერებიც გააკეთო. ამ კანონის მიხედვით, 2007-დან 2012 წლამდე ექსპერტი დასკვნას ვერ გასცემდა. 2012 წელს შეიცვალა ლიცენზირების უფლება, შედარებით შემსუბუქდა, უკვე შესაძლებელი გახდა მუშაობა, 2013 წლიდან მეც დავბრუნდი ამ ველზე.

ბოლო დროს გახმაურებული საქმეების ექსპერტიზის დასკვნებთან დაკავშირებით,კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან საქმეში ოფიციალურად ჩართული არ ვარ.

ჩემთვი თავიდანვე გაუგებარი იყო გარდაცვლილი ფეხბურთელის დასკვნაში ჩაწერილი გვამური გაშეშება.

საქართველოში დამოუკიდებელ ექსპერტებს ბევრი გამოწვევა აქვთ. მთავარი ის რეგულაციები და მოთხოვნებია, რომლებიც მათ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაუწესდათ.

არის კიდევ ერთი დაბრკოლება, რომელიც საქმეში დაზარალებული მხარის უუფლებობაა. დაზარალებულ მხარეს არ აქვს უფლება, მტკიცებულებები მოაგროვოს.

აუცილებელია, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მაკონტროლირებელი ორგანო ჰყავდეს“, – განაცხადა ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა.

შეკითხვას, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაძლებელია თუ არა, რომ გარდაცვლილის ცხედარი ამ კონდიციამდე დახურულ მანქანაში მისულიყო“, ექსპერტმა განაცხადა:

-„ეს სავსებით შესაძლებელია. დღეს დაზარალებული უუფლებოა, მხარეს წართმეული აქვს უფლება, მოაგროვოს მტკიცებულებები. ეს რომ ასე არ იყოს, აქციები აღარ იქნება და არც ადამიანების უკმაყოფილება. ექსპერტის პირველად დასკვნაში შეტანილი ფრაზა როდესაც წავიკითხე  – გვამურ გაშეშებასთან დაკავშირებით, ძალიან გამიკვირდა, ვიკითხე – რატომ? დღემდე უბრალოდ დუმილს ვინარჩუნებდი, არ ვარ ჩართული საქმეში.

ძალიან რბილად რომ ვთქვა ბაჩალიაშვილის საქმეზე, –  სიკვდილი ადამიანს ულამაზოს ხდის ვიზუალურად, შიგნით მიდის ცუდი პროცესები, იმდენად ცვლის მას,  კანზე ყველაფერს ვეღარ ხედავ. სხეული გაფუჭებული იყო, ამ ტემპერატურებზე მსგავსი სურათი გვინახავს 24 საათშიც კი. საუბარი იყო იმაზეც, შეიძლებოდა თუ არა, ეს ყველაფერი დახურულ მანქანაში განვითარებულიყო. ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ მეტი სიზუსტე შეუძლებელია, რაც დრო გადის დასადგენად სიზუსტე მცირდება“.

კომენტარები