მაია ცქიტიშვილი დავით გარეჯზე: ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ასე ძალიან ოპოზიცია, რომ ფასი დაუკარგონ ამ რუკებს

ჩემთვის გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ასე ძალიან ოპოზიცია, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიცია, ამაში ისინი ერთიანები აღმოჩნდნენ, რომ ფასი დაუკარგონ ამ მტკიცებულებებს, ამ დოკუმენტებს, ამ რუკებს, რომელიც ჩვენ ყველას მოგვცემდა საშუალებას, ჩვენი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისთვის წარგვედგინა ჩვენი პოზიცია და უკეთესად დაგვეცვა, რათა ასე მეგობრულად, მეგობრული სულისკვეთებით, წერტილი დაგვესვა ამ საკითხისთვის და უკვე ოფიციალურად დადასტურებულიყო ის ფაქტი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა იცის. რომ დავით გარეჯი ჩვენი ტერიტორიაა“, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს დავით გაერჯის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.

 

წყარო: “imedinews.ge”.

კომენტარები