მაია ცქიტიშვილი: „რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან წვლილი შეგვაქვს ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობაში და პარტნიორობის შექმნაში ქვეყნებს შორის“
22 ოქტომბერს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ოფიციალურად გაიხსნა.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
„ნება მომეცით, მოგესალმოთ ყველას საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც ძალიან ბევრს სთავაზობს ყველას, ვისაც სურს თანამშრომლობა ბიზნესის წარმოების თვალსაზირისით საქართველოში.
როცა ვსაუბრობთ აბრეშუმის გზის ინიციატივაზე და ასეთი ტიპის პარტნიორობაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან წვლილი შეგვაქვს ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობაში და პარტნიორობის შექმნაში ქვეყნებს შორის. ძალიან რთულია რაიმე დაამატო პრემიერის და ჩვენი მოდერატორის შესავალ სიტყვას. მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გახდა ნაწილი ევროპული გაფართოებული ტრანსპორტირების ქსელის, თMთ-ის ქსელის , რომელიც 3.4 მილიარდის ღირებულების 18 პროექტს მოიცავს, რომელიც განხორციელდება საქართველოში. ჩვენ ამჟამად ახალ გზებს ვაშენებთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის თვალსაზრისით, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს ჩვენს ქვეყანას გაცილებით უფრო სწრაფად, უფრო სანდო და უსაფრთხო კავშირებით. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ჩვენი არსებული რკინიგზის მოდერნიზაციაში ინვესტირებას და ვაშენებთ ძალიან მნიშვნელოვან კავშირს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს შორის.
ვახორციელებთ ინვესტიციას ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, აქ იგულისხმება შავი ზღვა, არსებული პორტებით, მათი მოდერნიზაციით და გაფართოებით და ღრმაწყლოვანი პორტის აშენებით ანაკლიაში. ჩვენი აზრით, ეს გახლავთ მთლიანად ამ ინფრასტრუქტურის ურთიერთდაკავშირების ფაქტორი და მთლიანად ეს ინფრასტრუქტურა საქართველოს საშუალებას მისცემს უკეთესად მოემსახუროს აბრეშუმის გზის საჭიროებებს.
ურთიერთდაკავშირებულობა არ გახლავთ მხოლოდ ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ე.წ. ცონნეცტივიტყ გულისხმობს უფრო გახსნილ, უფრო ლიბერალურ ეკონომიკას, უფრო მეტ კავშირს ქვეყნებს შორის და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების კონტრაქტებით გვაქვს ბიზნესმეგობრული, ძალზედ ტოლერანტული ეკონომიკა და კულტურა საქართველოში. ვგრძნობთ, შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ უფრო მეტ გახსნილობაში, უკეთეს ინტეგრაციაში და შეგვიძლია ყველა ბარიერი მოვაშოროთ, რომელიც ქვეყანას შეიძლება გააჩნდეს უფრო მჭიდრო კავშირების მშენებლობაში“.