მაია ცქიტიშვილი: 2012-2020 წლებში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

„თუ წინა წლებში გაზმომარაგების ქსელში მხოლოდ 124 ათასი აბონენტი ჩაერთო, 2012 წლიდან ამ მაჩვენებელმა 300 ათასს გადააჭარბა“,- განაცხადა  ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე.

ცქიტიშვილის თქმით,  2012-2020 წლებში მუნიციპალური ბიუჯეტებით, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ათასობით ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

„2013 – 2020 წლებში  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მილიარდ 750 მილიონი ლარი მიემართა მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა ტიპის მცირე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ განახლდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ უშუალოდ შერჩეული 10 000-ზე მეტი პროექტი.

კომენტარები