მაია ცქიტიშვილი: „2021 წლის რეკორდული ბიუჯეტის უდიდესი რესურსი საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება“
პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე მინისტრის საათზე გამოსვლისას განაცხადა:
-„2021 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი რეკორდულ 2,367 მილიონ ლარს შეადგენს. ამ რესურსის უდიდესი ნაწილი საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება. რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის დასრულების შემდეგ, თბილისიდან ბათუმში მგზავრობას 3,5 საათში დასჭირდება.
აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები რიკოთის მაგისტრალის ჩუმათელეთი, – ხევის, ხევი – უბისას, უბისა – შორაპანის და შორაპანი, – არგვეთას მონაკვეთბზე. ასევე, ბათუმის შემოვლითი გზის, სამტრედია – გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების, გრიგოლეთი-ქობულეთის მშენებლობა.
უკვე საქართველოშია ქვეშეთი-კობის 9 კმ გვირაბის 15 მ დიამეტრის საბურღი მოწყობილობა. გაზაფხულიდან დაიწყება ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროცესი“.