მაიკლ კარპენტერი: ტურისტების დიდი რაოდენობა და მიწების გასხვისება, საქართველოს სრულ ოკუპაციამდე მიიყვანს

ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მისი არა 20%, არამედ 100%-ია ოკუპირებული. ამის შესახებ,  აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა  სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა.

“მე გავატარე სამი დღე საქართველოში, მე არ ვიცი აცნობიერებს თუ არა ხელისუფლება რუსეთთან ღია კარის პოლიტიკის მოსალოდნელ შედეგებს. ტურისტების ამგვარი რაოდენობაც და მიწების გასხვისებაც შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ საქართველოს მსგავსი პოლიტიკა საბოლოოდ სრულ ოკუპაციამდე მიიყვანს. ერთს დღეს საქართველო გაიღვიძებს და აღმოაჩენეს, რომ მისი არა 20%, არამედ 100%-ია ოკუპირებული.” – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

კომენტარები