მაიკროსოფტის დამფუძნებელი ბილ გეითსი ვარაუდობს, რომ მსოფლიო ახალი პანდემიის წინაშე აღმოჩნდება

ბილ გეითსი კითხვაზე ელოდება თუ არა მსოფლიოს ახალი პამდემია პასუხობს :
“დიახ. და ჩვენ გაგვიმართლებს, თუ ეს ოცი წლის შემდეგ მოხდება”, – უპასუხა მან.

გეითსმა ხაზი გაუსვა, რომ ეს შეიძლება მოხდეს უფრო ადრე – სამ წელიწადში.

ამავდროულად, Microsoft- ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ შემდეგ ჯერზე ადამიანები უფრო მზად იქნებიან ვირუსების წინაშე. მისი ვარაუდით, ამ დროისთვის კაცობრიობას უკვე შემუშავებული აქვს კარანტინში შესვლის ალგორითმები. გეითსმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ გაუმჯობესდება ტესტირების სისტემები ინფექციის პოტენციური მატარებლებისთვის.

”მეორედ ასეთი სულელები არ ვიქნებით”, – განაცხადა ბილ გეითსმა.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები