მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს, ოპოზიცია აქციას გამართავს – „იქნება სტიკერები, წარწერით -„გაყალბებულია“

ოპოზიციის ლიდერები პარტია “ლელოს” მთაწმინდის ოფისში კონსულტაციებისთვის იმყოფებოდნენ. კონსულტაციების მთავარი თემა შაბათს დაგეგმილი საპროტესტო აქცია და პარტიების სამოქმედო გეგმები იყო.

-„მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს, ოპოზიცია აქციას გამართავს, რომელსაც თავად სახელმწიფო მდივნის საზიემო დახვედრას უწოდებს. ეს იქნება საზეიმო დახვედრა. იქნება სტიკერები წარწერით – „გაყალბებულია“. დაცული იქნება სოციალური დისტანცია, აქციის მონაწილეები ამერიკის დროშებით დადგებიან ამ სტიკერებზე, ვიტყვით მხოლოდ ერთ სიტყვას – „გაყალბებულია“. სხვა გამოსვლა, სხვა პოლიტიკური განცახდება არ იქნება“, -განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთაბ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანთან. ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

კომენტარები