მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს – „უნდა შეწყვიტონ“

საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა:.

-„საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ვისაუბრეთ, – ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად იმუშაოს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის სიტუაცია დაიძაბა. ჩამოგდებულია მინიმუმ ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენი. იუწყება BBC .

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ.

ორივე მხარე იუწყება, – დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი კონფლიქტი ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად გამწვავდა.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

კომენტარები