„მაინტერესებს, ამერიკის სენატზე და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს? -მინდა გითხრათ“-გოგა ხაინდრავა

-„ადამ კინზინგერი  იმ „რესპუბლიკელ“ კონგრესმენებს შორის იყო, ერთ-ერთი, ვინც  მხარი დაუჭირეს საკუთარი პოლიტიკური ლიდერის იმპიჩმენტს, ტრამპის არაკონსტიტუციური მოწოდებების გამო, მის დასჯას მოითხოვდა.

იყო ადგილზე ლიკვიდირებული ოთხი დემონსტრანტი, 150 კაცია დაპატიმრებული, მიდის ძიება, მოთხოვნა არის, დღემდე, კომისიის შექმნის, რომლიც განიხილავს ტრამპის როლს, ეს ფაქტი შიდა ტერორიზმად არის მოხსენიებული იგივე ადამ კინზინგერის მხრიდან. მაინტერესებს, ამერიკის სენატზე და კონგრესზე შეტევა შიდა ტერორიზმია და საქართველოს პარლამენტზე შეტევა რას ნიშნავს? მინდა გითხრათ, – ტრამპის როლი და შეფასება, რასაც ის აკეთებდა 6 სექტემბერს, იმასთან შედარებით, რასაც მელია აკეთებდა აქ, -არის საბავშო ბაღი. ვინმე თუ მოგვიწოდებს,-ჩვენ კანონის არაღსრულების გზით ვიაროთ, მაშინ , იქნებ დაგვისაბუთონ, საქართველოს მოსახლეობას, – კანონი არ უნდა იყოს აღსრულებული? მხოლოდ იმიტომ, რომ დამნაშავეები ეფარებიან პოლიტიკურ ფარსს? თუ აგვიხსნიან, როგორც ხდება ეს, აშშ-ს საელჩო თუ აგვიხსნის, როგორ შეიძლება ერთდროულად დაგმო ის, რაც ხდება 6 სექტემბერს აშშ დედაქალაქში და არ დაგმო ის, რაც ხდება 20 ივნისს თბილისში,- როდესაც შეტევა მიდის ქართული პარლამენტის წინააღმდეგ“, – განაცხადა  რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები