” მაინც მგონია რომ საქართველოში განსაკუთრებული მოწიწება აქვთ წარმატებული მდიდრების მიმართ”-გოგი გვახარია

გოგი გვახარია სოციალურ ქსელში წერს –

“ჩვენში წარმატებული აუცილებლად მდიდარს ნიშნავს ხო? და იმას რომ “ფული იშოვა”

“ცხელი შოკოლადის” რედაქციასთან როცა დავიწყე თანამშრომლობა, ერთ კრებაზე ითქვა ეს უნდა იყოს ჟურნალი წარმატებულ ადამიანებზეო. ხალხი სასოწარკვეთილია და ამათ მაგალითი უნდა მისცენო.
წარუმატებელ ადამიანებზე გახსოვთ სადმე ჟურნალი?

მაინც მგონია რომ საქართველოში განსაკუთრებული მოწიწება აქვთ წარმატებული მდიდრების მიმართ. ჩვენს ინტელიგენციას არასდროს “ეგოიმებოდა” (რა კარგი სიტყვაა, ამ სიტყვას კობახიძეს ვერ დავუტოვებ) საბჭოთა და მერე პოსტსაბჭოთა სივრცეში საეჭვო გზით გამდიდრებულ ხალხთნ კეკლუცობა”-გოგი გვახარია

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები