„მაკო გომურის შემთხვევა კანონპროექტში გამონაკლისის სახით კონკრეტულად იქნება გაწერილი“-მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით:

-„ქართული ოცნება“ ასრულებს ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით და გულისხმობს 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტირებას.

ამნისტიის პროექტში გაწერილი იქნება, –  ამნისტია არ გავრცელდება ისეთი ტიპის სამართალდარღვევაზე, როგორიცაა მაგალითად, მაკო გომურის შემთხვევა. ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში გამონაკლისის სახით კონკრეტულად იქნება გაწერილი“.

კომენტარები