მალე გამოვა ახალი ფილმი სამეგრელოს შესახებ! ახლა ვოცნებობ, გადასაღებ მოედანზე მოვხვდე – თამარ ზოიძე:

თამარ ზოიძე, მხატვარ-დიზაინერი:

– “❤ #კინო #ხელოვნება რა არის თქვენთვის ფილმი? #ფილმებისმოყვარულებო
ერათადერთი რასაც ემიგრაციიდან მივყავარ კიდევ სადღაც სხვა სამყაროში, ეს ფილმია: სადაც ბევრი სიცილი, ბევრი ცრემლი და ბევრი გაუაზრებელი ემოციაა რაც თითოეულ ჩვეთაგანს განგვიცდია…
ჩემი ბავშვობის ოცნება იყო: მსახიობობა, ეხლა ვოცნებობ უბრალოდ გადასაღებ მოედანზე მოვხვდე და ჩემი თვალით ვნახო როგორ იქმნება ის დაუვიწყარი კადრები, ემოციები, გარემო, ყველა ფერი და ყველაფერი რაც იმ ცისფერი ეკრანის მიღმა ხდება წვიმიან ამინდში, ჭიქა ყავით ხელში რომ ჩავუჯდებით..
როგორც მსოფლიო ასევე ქართულ კინოს აქვს ფილმები, რომლებიც არასოდეს გბეზრდება. ვფიქრობ ერთერთი ესეთი ფილმი ეხლა იქმნება და ხშირად ჩავუჯდებით ცისფერ ეკრანებთან❤📽🎞
🎥🎞📽❤❤
თებერვალს, საღამოს 21:00-ზეფეისბუქ ჯგუში „ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან“ ჯგუფის ადმინისტრატორს ქალბატონ მზია წულუკიძეს ფეისბუქ „ლაივ“ ჩართვით სტუმრად ჰყავდა მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი ლაშა კანკავა.
ჩართვისას საუბარი იყო ლაშა კანკავას კარიერასთან დაკავშირებით და ასევე პასუხობდნენ ჯგუფის წევრების შეკითხვებს. აღმოჩნდა, რომ ლაშა კანკავა ამჟამად მუშაობს თანამედროვე რომანტიკული კომედიის ჟანრის სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე სახელად-მეგრული Day Off – ები“, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ულამაზესი კუთხის სამეგრელოს შესახებ. მის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, გასტრონომიაზე და სხარტ იუმორზე.
– მზად გვაქვს სცენარი, მოძიებულია გადასაღები ლოკაციები მთელი სამეგრელოს მასშტაბით, დამტკიცებულია მსახიობების უმრავლესობა და ახლა აქტიურად ვმუშაობთ ფილმის გადასაღები ბიუჯეტის მოსაძიებლადო – ახსენა ლაშამ და ჯგუფის ადმინისტრატორისგან მიიღო ძალიან მოულოდნელი სიურპრიზი.
ქალბატონმა მზია წულუკიძემ გამოთქვა სურვილი, რომ მისი ჯგუფის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიეღო ფილმის დაფინანსებაში და თავიანთი მოკრძალებული წვლილი შეეტანათ ამ ისტორიული საქმეში.
აღსანიშნავია რომ ქალბატონი მზია წულუკიძე და ფეიზბუქ ჯგუფი „ემიგრანტის დღიურები ამერიკიდან“ მანამდეც და ამ პანდემიური მსოფლიო კრიზისის დროსაც კი ხშირად ეხმარებიან ადამიანებს სხვადასხვა მიმართულებით და ეს ძალიან დასაფასებელია.
წარმატებები ვუსურვოთ ლაშა კანკავასა და მის ჯგუფს , ქალბატონ მზიას კი უღრმესი მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი შემოთავაზებისთვის.
 – წერს თამარ ზოიძე
კომენტარები