„მალე მეც დამიჭერენ, მალე მეც ვიქნები“ – მიხეილ რამიშვილი

-„მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ!  არ გამოვრიცხავ, დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, დამააკავონ.

მალე მეც ვიქნები ბრალდებული, მეც დამიჭერენ. განცხადება გავაკეთე, – ეს არის პირდაპირი მიმართულება, რომ დამნაშავეს აფარებენ ხელს, არ უნდათ ეს კაცი ამერიკაში წავიდეს და ჩამოიტანოს დამატებით ექსპერტების დასკვნები და სურათები.

როგორ შეიძლება წყარო დააკავო?! რა შუაშია წყარო? მე გავასაჯაროვე, მე მივიტანე ინფორმაცია გამოძიებასთან, მაგრამ ეს პირდაპირ არის ნიშანი იმის, რომ სადაც წყარო, იქ მეც დამაკავონ, ეს არის თავი და თავი“,-განაცხადა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს.

კომენტარები