მალე საზაფხულო საბავშო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყება

საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო მიმდინარე თვეს, საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა მისაღებად რეგისტრაციას გამოაცხადებს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, კახი კალაძის ინიციატივით, უკვე რამდენიმე წელია, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები მშობლებს მომსახურეობას ზაფხულშიც სთავაზობს.

ბაღებმა საზაფხულოდ ფუნქციონირება დასაქმებული მშობლებისა და თბილისში დარჩენილი ბავშვებისთვის გადაწყვიტა. სახელმწიფო საზაფხულო ბაღები 1-დან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ.

 

 

კომენტარები