მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ძმიშ­ვი­ლი მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი დააკავეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის ძმიშ­ვი­ლი მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი დააკავა.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 2019 წლის 20-21 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ფაქ­ტზე, მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი დააკავა.

და­კა­ვე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დროს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე თავ­დას­ხმა­ში და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, შტურ­მით ცდი­ლობ­და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში შეჭ­რას.

აქ­ცი­ა­ზე ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლია ჯამ­ში 19 პირი, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ნი­კა­ნდრო მე­ლია.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ინ­ტენ­სი­უ­რად აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას 20-21 ივ­ნისს პარ­ლა­მენ­ტის წინ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე და 315-ე მუხ­ლე­ბით”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მო­რის მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის ფაქტს მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე” გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

„ამ წუ­თას შე­მა­ტყო­ბი­ნეს, ჩემი ალა­ლი ძმის­შვი­ლი, რო­მე­ლიც მყავს ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლოდ სა­წოლ­ში მოკ­ლუ­ლი თე­მირ­ლა­ნის ად­გი­ლას, ამ ბო­რო­ტი სის­ტე­მის მიერ იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი. ცუ­დად იქ­ცე­ვით დღე­ვან­დე­ლი ნა­ძი­რა­ლა სის­ტე­მა”, – წერს მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი.

კომენტარები