მალხაზ ძიძიგური: “სანამ ამ კითხვებზე პასუხი არ მექნება, ვერც მგლად შევრაცხავ ვინმეს და ვერც უცოდველ კრავად”

– “ბევრი კითხვა დამებადა ილია ჯიშკარიანის სექსუალური სკანდალის ირგვლივ.
– ჯერ ერთი, როგორ მოხვდა ის გოგო ამ ბიუროში?
– რა თქმა უნდა, ილიას თანხმობით!
– ნეტა, რა ურთიერთობა იყო მანამდე მათ შორის, ასე რომ გამოარჩია ამ უმუშევრობის დროს?
– მერე: ძალადობის დროს რომ ხმა არ ამოუღია იმ ქალბატონს, სახლში წავიდა და დედა რომ დაინახა, მაშინ ატეხა ისტერიკა(როგორც დედამისი ამბობს), რატომ იქვე არ ჩამოიხოკა ცხვირ-პირი და რატომ არ აიკლო იქაურობა კივილ-წივილით?
– რა, უდაბნოში იყო და ვერ გააგებინებდა ვერავის?
– მერე: სანამ ამ ამბავს გავაბაზრებდით, მანამ იყო მოსული შუამავალი მოსარიგებლადო, რომ ამბობს დედამისი, რას ელოდებოდნენ მანამდე?
– რაიმე მსუყე შემოთავაზებას, ხომ, არა?
– კითხვა კიდევ ბევრი მაქვს, მაგრამ ამაზე თუ გამცემს ვინმე პასუხს, დანარჩენს მერე მივაყრი”.
– და კიდევ: სანამ ამ კითხვებზე პასუხი არ მექნება, ვერც მგლად შევრაცხავ ვინმეს და ვერც უცოდველ კრავად.” – წერს მალხაზ ძიძიგური საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

მალხაზ ძიძიგური

 

კომენტარები