მამაკაცი, რომელმაც პოლიციელები მძევლად აიყვანა, დაკავებისას მოკლეს

მამაკაცი, რომელმაც უკრაინის ქალაქ პოლტავაში პოლიციელები მძევლად აიყვანა, სამართალდამცველებმა დაკავებისას მოკლეს.

ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პოლიციის თანამშრომლებმა გატაცებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი ერთ-ერთ ბინაში ღამით იპოვეს, მან მძევლად კიდევ ერთი პოლიციელი აიყვანა.

რომან სკრიპნიკი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, რა დროსაც ის სპეცდანიშნულების რაზმის სნაიპერმა მოკლა.

შეგახსენებთ, 23 ივლისს, ქალაქ პოლტავაში, სამართალდამცველები 32 წლის რომან სკრიპნიკის დაკავებას ავტომობილის უკანონო ფლობისთვის ცდილობდნენ. ხელყუმბარით შეიარაღებულმა პირმა პოლიციელი მძევლად აიყვანა.

სამართალდამცველებმა მანქანის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირის დაკავების ოპერაცია გახორციელეს. დაკავების დროს თავდამსხმელმა ხელყუმბარა ამოიღო. აფეთქებით დაიმუქრა.

მოგვიანებით, სკრიპინკთან მოლაპარაკების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლების გათავისუფლების სანაცვლოდ, მას მძევლად პოლტავის ოლქის კრიმინალური პოლიციის უფროსი ჩაბარდა.

ეს ინფორმაცია  უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

 

 

კომენტარები