მამამთილი რძალს ფიზიკურად გაუსწორდა. კონფლიქტის მიზეზი სოციალური ქსელი გახდა

თბილისში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამამთილი რძალს ფიზიკურად გაუსწორდა. კონფლიქტის მიზეზი სოციალური ქსელი გახდა.

„ფეისბუქში“ ყოფნის გამო, 60 წლამდე კაცმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახლიდან გაგდებით დაემუქრა.

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც მოძალადე მამამთილი დააკავა.

სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.

შსს-ში განგვიმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (ოჯახში ძალადობა) მიმდინარეობს.

წყარო: „პრაიმტაიმი“

კომენტარები