მამა გიორგი (პავლოვი): ეს არის უტყუარი წინასწარმეტყველება, რომლის აღსრულებამდეც ძალიან ცოტა დრო რჩება!

ქეთევანობის დღესასწაულზე, 26 სექტემბერს, როცა მორწმუნე მრევლი შაჰ-აბასის მიერ რჯულის გამოცვლის მოთხოვნით სასტიკად ნაწამები კახთა დედოფლის წმიდანთა დასთან შეერთებას აღნიშნავდა, ამ სტრიქონების ავტორი საგარეჯოსკენ გავემართე, სადაც ხილვებით განთქმული ცნობილი მოძღვარი მოღვაწეობს. მისი წინასწარმეტყველებები, რაზეც ადრე „ასავალ-დასავალში“ ვწერდით, აქამდე მიყოლებით ახდა!  ახლო მომავალში რა ელის კაცობრიობას და მრავალჭირნახულ საქართველოს? – „საქართველოს რთული დრო დაუდგა. არავინ დაიწუწუნოს, რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი სასჯელები. გავიხსენოთ, რომ მანამდე ჩვენ დავუშვით ამაზრზენი გარყვნილება, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში მამათმავლობის პროპაგანდა. ცოტა ხანში ისეთი განსაცდელები მოგვეძალება, მათთან შედარებით კოვიდის თემა აღარც კი გაგვახსენდება“ – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სოფელ გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა გიორგი პავლოვმა:

– მართლმადიდებლობის დათმობის მოთხოვნაზე უარის გამო, შაჰ-აბასის ბრძანებით, 1624 წლის 26 სექტემბერს, ირანის ქალაქ შირაზში სასტიკად აწამეს ქეთევან დედოფალი. ბოლო ამოსუნთქვამდე დედოფალი მისი მარტვილობის სამზერად თავმოყრილი მრავალრიცხოვანი საზოგადოების გასაკვირად, მხნედ იყო, ჯალათები მისგან ვერც თანხმობას და ვერც მოდრეკას ვერ ეღირსნენ, საზარელი სიკვდილის წინაშე წარბიც არ შეუხრია. ქეთევანის მოწამეობრივმა აღსასრულმა საქართველო გამოაფხიზლა. საბოლოოდ ჩაიშალა შაჰ-აბასის გეგმა, რაც მოსახლეობის სრულ გამაჰმადიანებას გულისხმობდა. არამარტო ქართველმა ერმა… ქეთევანის მოწამეობრივი სიკვდილის შედეგად, მთელმა საქრისტიანომ მორალურად გაიმარჯვა!

წმიდა ქეთევან დედოფალი

 – რა მიზნით აწამეს დედოფალი?

– ქეთევანი აწამეს შიშის დასანერგად! რადგან მშიშარა ადვილად სამართავი და იოლად დასამარცხებელია! მეთოდები არ შეცვლილა. თანამედროვე მტრები ქართველებში ახლაც შიშის დანერგვას გამალებით ცდილობენ. შიშებით დაზაფრული მოსახლეობის ნაწილი მონური მორჩილებით ეგებება სხვადასხვა უზნეობას, რასაც ქვეყნის ფარგლებს გარედან თუ შიგნიდან ბნელი ძალები თავს ახვევენ! ერთმანეთს ვადარებ მაშინდელ, ქეთევანის დროინდელ და დღევანდელ მთავრობებს ერთმანეთს. ვიხსენებ, ქრისტეს სახელით როგორ წირავდნენ თავს ქართველი მეფეები და დედოფლები, სამეფო ოჯახის წევრები. მახსენდება ისტორიული ფაქტი, კახთა მეფე თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას მძევლად როგორ გაუგზავნა საკუთარი შვილები და დედა. ძვირფასი ადამიანები მეფემ სასიკვდილოდ გაიმეტა, რათა სამშობლო აოხრებისგან ეხსნა და ცრემლმორეული ვფიქრობ – დღევანდელი მთავრობიდან ვინ გაწირავს თავს, ანალოგიური გარემოება რომ შეიქმნას? თანამედროვე საქართველოს ლიდერებიდან ზვიად გამსახურდიას შემდეგ, სამშობლოსთვის თავი არავის გადაუდია! მას მერე ხელისუფლებები ხშირად იცვლება, თუმცა, თუ გარეგნულ, ფარისევლურ ზრუნვას არ ჩავთლით,  ერის და სარწმუნოების მიმართ ხელისუფლებების დამოკიდებულება გულცივი რჩება! ჩვენს ეპოქას ზოგადად, „ფარისევლურ ეპოქას“ ვუწოდებ, რადგან მთავრობები კი არა, უბრალო ადამიანთა უმრავლესობაც, მხოლოდ ფორმალურად იცავენ რჯულის და ზნეობის წესებს, ეკლესია მხოლოდ დღესასწაულებზე ახსენდებათ და კელაპტრებით ხელში ამბიონთან დგებიან მათზე წინ, ვინც ამ წესებს მეტ-ნაკლებად ასრულებს!  ფარისევლობას ბედავენ ის დეპუტატებიც, რომლებმაც პარლამენტში „ანტიდისკრიმინაციულ კანონს“ მისცეს ხმა! ეს არის თანამედროვე ბაბილონი, დასავლეთში დამკვიდრებული ანტიქრისტიანული მსოფლმხედველობის წაბაძვა!

 – როგორ შეაფასებთ საქართველოში შექმნილ მდგომარეობას? სულიერი კრიზისია?

– მრავალი ჭრილობა აქვს დღეს ჩვენს სამშობლოს. უფრო მეტი განსაცდელი წინ გველოდება, თუმცა უფალი გვაიმედებს, რომ აქამდე ეკლესია ვერცერთმა განსაცდელმა ვერ მოშალა! ყოველი განსაცდელის შემდეგ, ეკლესია კიდევ უფრო ძლიერდება და გარწმუნებთ – ამჯერადაც გაიმარჯვებს ეშმაკეულ ძალებზე! მე ხილვაში ადრე მეუწყა, რომ განკითხვა მივიდოდა პატრიარქამდე! ეს არავის სჯეროდა, მაგრამ დღეს ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეკლესიის მოწინააღმდეგე ფსევდო ლიბერალები ეკლესიას მოედვნენ და სინოდშიც არიან. ისინი აზროვნებენ და მსჯელობენ არა როგორც მღვდელმსახურები, არამედ როგორც ცოდვით შეპყრობილი საერო ადამიანები. იმავდროულად, ცდილობენ, მრევლი გააჩუმონ. არადა, მრევლს უფლება აქვს, მოითხოვოს მოძღვარისგან სიწმინდე, რის მაგალითსაც მოძღვარი საკუთარი ცხოვრებით უნდა აძლევდეს სამწყსოს! როგორ შეიძლება, სასულიერო პირი იზიარებდეს თანამედროვე ულტრალიბერალების პოზიციებს?! ეკლესიაში მომრავლდნენ სასულიერო პირები, რომლებიც მონანიებისკენ კი არა, ცოდვების გამართლებისკენ არიან მიდრეკილები.

 – საზოგადოება არაერთხელ გააკვირვეთ თქვენი ხილვებით, რომელიც დიდი სიზუსტით ხდება. ამჯერად რას გვეტყვით?

– ხილვაში მეუწყა, რომ ეკლესიაში შემოჭრილ ლიბერალებსა და ზნეკეთილ სამღვდელოებას შორის დაპირისპირება გამწვავდება. ვხედავ საპატრიარქოს ეზოში შეკრებილ ბრბოს, რომელიც უსტვენს და აგინებს ხანდაზმულ პატრიარქს…  ჩვენ ქართველებს, დაწერილი გვაქვს ხატი, სახელად „საქართველოს დიდება.“ ამ ხატზე ქართველ წმიდანთა დასია გამოსახული. გარწმუნებთ, ამ წმიდანების შემწეობით, საქართველოს ვერცერთი მტერი, ერთად აღებული ათასი ამერიკაც ვერ მოერევა! მეორედ მოსვლამდე აუცილებლად მოხდება წმიდანებისგან ნაწინასწარმეტყველევი საქართველოს გაბრწყინება. ღვთივკურთხეული სამეფო მმართველობა აღდგება, არა მხოლოდ ჩვენში, არამედ, რუსეთშიც! ამერიკა ცოდვის ჭაობშია. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტი მისთვის იყო უსჯულოდ ცხოვრების გამო სასჯელი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ სასჯელმა სინანული არ გამოიწვია. პირიქით – დღითიდღე მეტად ეფლობა გარყვნილებაში. გავიხსენოთ, რომ ტერაქტამდე ზუსტად 1 დღით ადრე ქალბატონ გულნარა კუკულაძეს ჰქონდა ხილვა, რომლის მიხედვით ღვთისმშობელმა აუწყა მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ. მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა სწორედ ამ ხილვას უკავშირდება. ამ პერიოდიდან აითვლება მესამე მსოფლიო ომიც…

 – საქართველოს შეეხება ეს ომი?

– საქართველოში იქნება შიდა პოლიტიკური ბრძოლები და სოციალური აფეთქება. ხილვაში ნანახი მაქვს, როგორ უპირისპირდებიან ერთამანეთს ხელკეტიანი მოქალაქეები! მესამე მსოფლიო ომის ეპიცენტრი იქნება ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ომის ტალღა საქართველოსაც გადაუვლის. ამერიკა ზეციდან ისჯება! გავიხსენოთ სახარებისეული პასაჟი, როცა მაცხოვარს ეუბნებიან – „სილოამის გოდოლი დაეცა და 18 ადამიანი დაიღუპა!“  მაცხოვარი პასუხობს: როგორ ფიქრობთ, ეს 18 ადამიანი ყველაზე ცოდვილი იყო? მაგრამ ეს არის ნიშანი, რომ თუ არ მოინანიებთ, ყველანი ასე დაიღუპებითო! ამერიკამ კი არ მოინანია… მამათმავლობა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა! ამა სოფლის ანტიქრისტიანულმა სულმა ისე მოიკიდა ფეხი, რომ წამყვანმა ქვეყნებმა ერთხმად იწყეს მამათმავლობის ქადაგება. საქმე იქამდე მივიდა, შვედეთში ბაპტისტმა მღვდელმა გამოაცხადა, რომ ამიერიდან ის ჯვარს დაწერს მხოლოდ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წყვილებს!

 – კოვიდის პანდემია თუ არის აპოკალიფსური სასჯელი? აცრაზე რას იტყვით?

– აცრა რომ სულისთვის საზიანო იყოს, ამას ეკლესია ხაზგასმით განაცხადებდა! სინოდმა გააკეთა მართებული განცხადება, რომ აცრა უნდა იყოს ნებაყოფლობითი! ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებასთან აცრის გათანაბრება არასწორია! სხვა საკითხია, რომ ვაქცინა გამოუცდელია და ვინც იცრება, შესაძლოა, თავის ჯანმრთელობას ამით ინადგურებს, მაგრამ ანტიქრისტეს ბეჭედი  სრულიად სხვა რამეა!

 – მაშ, როგორი იქნება მხეცის ტვიფარი?

– ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით საუბრობს წმიდა მამა ნილოს მირონმდინარე: აღწერს, რომ ცრუ ქალწულს დააფეხმძიმებენ, რათა გამართლდეს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები – „აჰა, ქალწულმა მუცლად იღო…“ და ანტიქრისტე დაიბადება ხელოვნური განაყოფიერების გზით…  ხილვისას შევიტყვე, რომ ამჟამად ანტიქრისტე უკვე მიწაზეა, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდა კაცია! ის გამეფდება აღდგენილ სოლომონის ტაძარში, მანამდე კი, ათონის მთაზე მოხდება დიდი მიწისძვრა, მთა ზღვაში ჩაიძირება და ივერთა ღვთისმშობლის ხატი ზღვით გამოემართება საქართველოსკენ! უნდა გითხრათ, რომ მხეცის ტვიფარით აღბეჭდვა მოტყუებით და შეფარული გზებით არ მოხდება, ყველა მიმღები მას ცნობიერად მიიღებს მარჯვენა ხელსა და შუბლზე და ეს ნიშანი იქნება ხილული და ცხადი. როცა ანტიქრისტეს პერიოდზე ვიწყებთ საუბარს, უნდა გვახსოვდეს წმიდა მამების წინასწარმეტყველება, რომ საქართველო ბოლო ჟამს გაბრწყინდება და ჩვენში არ იქნება ანტიქრისტესგან ისეთი დევნა, როგორიც სხვაგან! დიახ, ანტიქრისტე საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს!

 – ყველა თვალსაზრისით კრიზისია ქართველ ერში… ეს როგორ მოხდება?

– რაც შეუძლებელია კაცთათვის, ის შესაძლებელია ღმერთისთვის! მაგრამ საქართველოსთვის კრიზისის აპოგეა ჯერ წინ არის. მალე ისეთი განსაცდელები დაგვატყდება თავს, მათთან შედარებით კოვიდის პრობლემა აღარც გაგვახსენდება! ხილვაში მაქვს ნანახი, რომ ჩვენ წინ გველის ომის ქარცეცხლი, სამშობლოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია სამხრეთელი მეზობლისგან! ამერიკული სამხედრო რაკეტა საქართველოს ჩრდილოეთისკენ მიქრის. მიწა იბომბება! სომხებსაც ცუდი დღე ელოდებათ – ხილვაში ვნახე, როგორ მიდიან თოვლში კოლონებად სომეხი დევნილები! ლტოლვილების ნაკადს ვხედავ რუსთავი-თბილისის გზაზეც… ქართველებს დაგვიპირისპირდებიან ვაჰაბისტები, სამწუხაროდ, იქნება მსხვერპლიც! ყოველივე ეს იქნება ცოდვებში ცხოვრებისთვის ჩვენი ერის საზღაური, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს რომ სადაც ძლიერდება ცოდვა, იქვე ღვთის მადლიც მატულობს. პირდაპირ გეუბნებით, ძალიან მალე სასწაული მოხდება და საქართველოს ხელისუფლებაში მორწმუნე, ეროვნული, ზნეობრივი ხალხი მოვა! დასავლური, ე.წ. მიწიერი „სამოთხე“ – ჩვენს თვალწინ დაინგრევა! დასავლეთის ქვეყნებში დაისადგურებს ქაოსი და ანარქია, საშინელი ეკონომიკური კრიზისი, იქნება შიმშილობა, ცარიელი მაღაზიები… ბოლო ჟამს რუსეთ-თურქეთის ომის შესახებ წინასწარმეტყველებს მრავალი წმიდა მამა, მათ შორის – პაისი ათონელი. ეს ომი ჯერ ბერძნებსა და თურქებს შორის გაჩაღდება და მერე ბერძნების მხარეს რუსეთიც ჩაერევა. ამ ომის შედეგად თურქეთი მსოფლიო რუკიდან გაქრება, ხოლო საქართველო გამთლიანდება, თავის ძირძველ მიწებს, ტაო-კლარჯეთსაც დაიბრუნებს. ეკლესია გაიწმინდება, სამეფო ტახტიც ამის შემდეგ აღდგება ჩვენშიც და რუსეთშიც! ეს არის უტყუარი წინასწარმეტყველება, რომლის აღსრულებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება!

მამა გიორგი (პავლოვი)

 – წმიდა წერილი ღაღადებს, რომ ბოლო ჟამს ეკლესიებში მადლისგან დაიცლება, ხოლო ქრისტე იქ იქნება, „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება, მისი სახელით…“

– როგორც არ უნდა მოხდეს, ანტიქრისტეს წინაშე მაინც დარჩება ქრისტეს შვიდი სამოციქულო ეკლესია, რომლებიც შეებრძოლებიან მხეცს. ამასთან, დიდი წინასწარმეტყველი წმიდანები – ენუქი, ილია და იოანე მოციქული ხორციელად აღდგებიან, ისინი ამხელენ ანტიქრისტეს და ხალხს შეაგონებენ, რათა არ მიიღონ მხეცის ნიშანი! მამა გიორგი ბასილაძემ თქვა, რომ იოანე წინასწარმეტყველი უკვე საქართველოშია!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

წყარო: “ასავალ-დასავალი”

P.S. მამა გიორგის ხილვების შესახებ მოთხრობილია ფილმში “აპოკალიფსის აჩრდილი”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები