მამა გიორგი (პავლოვი): ეს მარლეზონის ბალეტი უნდა დამთავრდეს!

საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდას ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელი, მამა გიორგი პავლოვი დედაქალაქში გეიაღლუმის გამართვის მცდელობას ეხმაურება. – “სკოლის ასაკიდან ბავშვების გადაბირებას, მათ ცნობიერებაზე მავნე ზეგავლენას ცდილობენ, მერე კი, ანთებული სანთლებით შემოდიან ეკლესიაში. ეს მარლეზონის ბალეტი დროულად უნდა დასრულდეს და ღვთის ნებით, ძალიან მალე, კიდეც დასრულდება” – ქადაგებს მრევლის წინაშე მღვდელი გიორგი პავლოვი.

 

კომენტარები