მამა დავითი (ისაკაძე): ეს არის ახალი მსოფლიო „წესრიგი,“ რომელიც ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს მოიცავს!

 

დამახასიათებელი ყალბი აღშფოთებით, ლიბერასტები ლამის წინდებიდან ამოხტნენ, როცა მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა თადეოზ სარალიძემ  საკვირაო ქადაგებისას  კორონავირუსზე, ვაქცინაციასა და ბავშვების ინფიცირებაზე ისაუბრა და განაცხადა:  

„ნუ გეშინიათ ბავშვებო, თქვენ არაფერი არ დაგეტაკებათ, მთავარია ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები იყავით, ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ ბაბუ, თუ არადა, თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, არც სპორტში ივარგე, არც ეკლესიაშიმაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?

არადა, ისტორიას არაერთი პარაზიტი პერსონა ახსოვს, რომელსაც უამრავი ადამიანი გაუმწარებია! კაცობრიობა დღეს გაცილებით ბედნიერი იქნებოდა, ზოგი მათგანი ყრმობის ასაკში, ანუ, იქამდე რომ გარდაცვლილიყო, ვიდრე ბოროტი ძალების ნების აღმასრულებლად იქცეოდა. მაგრამ, თავად ასეთი ადამიანის სულისთვის რა არის უმჯობესი? ნაადრევად მიეახლოს უფალს, ვიდრე მძიმე ცოდვებში შეტოპავს; თუ, ღრმა სიბერემდე იცოცხლოს და ამქვეყნიდან სულის მომაკვდინებელი ცოდვებით დახუნძლული გავიდეს? რა არის ადამიანის ამქვეყნიური არსებობის მთავარი მისია?

 სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ დავით ისაკაძეს სწორედ ამის გასარკვევად მივმართე:

 

  • ღმერთმა შექმნა ადამიანი „ხატად და მსგავსად თვისსა.“ ღმერთმა ადამიანი იმ მიზნით შექმნა, რომ მიწიერი ცხოვრების გავლის საშუალებით ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს. უფალი რამდენადაც კაცთმოყვარეა, იმდენად – მართლ მსაჯულიც! ყოველი ადამიანი უფლის მიერ განისჯება მისი საქმეების მიხედვით. ღმერთმა წინასწარ იცის ყოველივე, თუ რა უნდა შეემთხვეს ამა თუ იმ ადამიანს. ღმერთი უშვებს ადამიანის გასვლას მიწიერი ცხოვრებიდან, ზოგი ადრეულ ასაკში გაჰყავს; ზოგი – მოგვიანებით.

 

  • რატომ გაჰყავს ღმერთს ადამიანები იმქვეყნად სხვადასხვა ასაკში?

 

  • წმიდა მამები ამბობენ, რომ ღმერთი თავისი კაცთმოყვარეობით, ხშირად ადრეულ ასაკში იმიტომ უშვებს ადამიანის იმქვეყნად გაყვანას, რომ, იცის – ამქვეყნიური სიცოცხლის გარკვეული მომენტიდან ამ კონკრეტული ადამიანის სული კიდევ უფრო დამძიმდება ცოდვებით; ან, იმიტომ, რომ აარიდოს უმძიმეს ამქვეყნიურ ტანჯვასა და განსაცდელებს და ცათა სასუფეველში მარადიული სამყოფელი დაუმკვიდროს. ეს  არის ისეთი განგება, რომელსაც ადამიანის გონება სრულყოფილად ვერ ჩაწვდება, მაგრამ წმიდა მამები ამბობენ, რომ ღმერთს ყოველი ადამიანი იმქვეყნად გაყავს ყველაზე უკეთეს მომენტში, ამ ადამიანის ცხონებისთვის უმჯობეს დროს, როდესაც იგი თავისი მისიის აღსრულების უმაღლეს საფეხურზე იმყოფება. ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ადამიანი ცათა სასუფეველს დაიმკვიდრებს, მაგრამ არსებობს როგორც ცათა სასუფეველში ნეტარების სხვადასხვა დონე და ხარისხი, ასევე არსებობს ჯოჯოხეთში მყოფი ადამიანების სულების ტანჯვის სხვადასხვა დონეც. ანუ, უფალს ადამიანი ადრეულად გაჰყავს ან იმისთვის, რომ ჯოჯოხეთში მისთვის მოსალოდნელ უარეს ტანჯვას აარიდოს; ან იმისთვის, რომ სასუფეველში ნეტარების რაც შეიძლება, მაღალ საფეხურზე დაუშვას.

 

  • მაგრამ, რა გამართლება აქვს, როცა ჩვილობის ასაკში ხდება გარდაცვალება?

 

  • ადამიანის სიცოცხლეც და სიკვდილიც – სულიერ განზომილებაში მარადიულია. სიცოცხლე ნიშნავს ცათა სასუფეველში ნეტარებას; სიკვდილი კი, ჯოჯოხეთის მარადიულ ტანჯვაში დანთქმას. მიწიერი ცხოვრება ადამიანისთვის არის არჩევანის გაკეთების საშუალება, თუ სად უნდა დაიდოს მარადიული ბინა, როდესაც ამ ქვეყნიდან და სხეულიდან მისი სული გავა – ცათა სასუფეველში ღმერთთან, თუ ჯოჯოხეთში – ეშმაკთან. ჯობს, ადამიანი ჩვილობაში გავიდეს ამ ქვეყნიდან და დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი, ვიდრე დედამიწაზე იცხოვროს მრავალი წელი და უზნეო ცხოვრების წესის გამო სული წარიწყმიდოს – ჯოჯოხეთში მოხვდეს. ადამიანის უპირველესი ფუნქცია, რისთვისაც იგი ამ ქვეყნად ცხოვრობს – გახლავთ ზრუნვა სასუფეველში დასამკვიდრებლად. ჩვილ ასაკში ადამიანი მხოლოდ ერთი ცოდვით არის დაღდასმული. ეს გახლავთ ადამისმიერი ცოდვა, რომელიც ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებით, ანუ მონათვლით აღიხოცება. ჩვილ ასაკში მყოფი ბავშვი, თუ ის მონათლულია, არის როგორც ანგელოზი უფლის წინაშე და თუ ამ ასაკში გავა მიწიერი ცხოვრებიდან, პირდაპირ ცათა სასუფეველში ხვდება.

 

  • მაგრამ, ღმერთს ხომ ადამიანი იმქვეყნად გაყავს მისი სულისთვის ყველაზე უკეთეს მომენტში და გამოდის, ყოველი ადამიანი ჩვილობაში უნდა კვდებოდეს?

 

  • ღვთის განგებულებას ადამიანის ცნობიერება ვერ ჩაწვდება. ღმერთმა დაუშვა, რომ ადამიანმა ამ ქვეყნად უნდა იცხოვროს და საკუთარი არჩევანი თავად გააკეთოს. ამიტომ ყველამ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ სიცოცხლის ყოველი დღე იყოს ღვაწლი ღვთის წინაშე, ცათა სასუფეველში დამკვიდრების მიზნით. ასეთია ეკლესიური ცხოვრება, სინანულის უნარი, ცოდვების მონანიება და ხშირად ზიარება, ლოცვა, მარხვა, ზნეობის განუხრელად დაცვა, რაც გადარჩენისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

 

 

  • ე.წ. ლიბერალები ასეთ მიდგომას გმობენ. მათ გაუმართლებლად მიაჩნიათ ჩვილობის და ყრმობის ასაკში სიკვდილი.

 

  • მათ არ სწამთ სულის უკვდავების. მათთვის სიცოცხლე ამქვეყნად დაბადებიდან სიკვდილამდე განისაზღვრება. „ადამიანის სიცოცხლეზე“ ზრუნვის მათი პოზიცია ყალბია, თუნდაც იმიტომ, რომ ისინი არასოდეს მოითხოვენ ჩვილ ბავშვთა ხოცვის, ანუ აბორტის საკანონმდებლო დონეზე აკრძალვას. ამქვეყნიური სიცოცხლე იწყება იმ მომენტიდან, როგორც კი ჩნდება ჩანასახი. ის უკვე ადამიანია! არავის სმენია მათი პროტესტი იმ ფონზე, როდესაც ყოველწლიურად უამრავი ბავშვი ღვიძლი დედის სურვილით, დედის მუცელშივე მკვლელობის მსხვერპლი ხდება! ასეთი ჩვილები ხომ, ცათა სასუფეველს ვერ იმკვიდრებენ, ვინაიდან ამაში ხელს უშლით ადამის ცოდვა, რაც მხოლოდ ნათლობით აღიხოცება. მათი ტანჯვა იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთის სასუფეველში ვერ ხვდებიან, ღმერთთან ვერ იმყოფებიან. მაგრამ, ზრდასრული და ცოდვებში ჩაფლული ადამიანის სულის ხვედრი შეუდარებლად მძიმეა. გამოდის, ასეთი ჩვილები იღუპებიან არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ – სულიერადაც, თუმცა ე.წ. ლიბერალების პროტესტი ამ საზარელი ორმაგი მკვლელობის გამო არავის სმენია! მათი უმრავლესობა ხომ, თავად არის საკუთარი შვილების და მათი სულების მკვლელი! მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ მოძღვარს ჩაუსაფრდნენ, რათა სიტყვაზე გამოიჭირონ!

 

  • დეკანოზ თადეოზ სარალიძეს კორონა პანდემიაზე ქადაგებაც არ აპატიეს…

 

 

  • ეს ე.წ. პანდემია ხელოვნურად არის გამოწვეული. არაერთი წლის განმავლობაში კოვიდ 19-ის გამომწვევი ვირუსი ლაბორატორიაში ხელოვნურად იქმნებოდა – ამის შესახებ უამრავი დოკუმენტური მასალა არსებობს და გაგვაჩნია. ვირუსის შემქმნელები რამდენიმე მიზანს ისახავენ:
  1. სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება, რაც იქნება საყოველთაო ჩიპიზაციის წინა სახე და მისი მოსამზადებელი ეტაპი! უკვე დაპატენტებული მეთოდები ვაქცინირებული პირების თვალთვალის საშუალებას იძლევა!
  2. მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბება და პლანეტის მოსახლეობის გაკონტროლება.
  3. პლანეტის მოსახლეობის შემცირება „ოქროს მილიარდამდე,“ ხოლო სხვა მონაცემებით – ნახევარ მილიარდამდე!
  4. ტრანსნაციონალური კორპორაციების და მათთან ასოცირებული ორგანიზაციების მიერ დიდი ფინანსური მოგების ნახვა.
  5. კერძო პოლიტიკური მიზნები, რომლის არაერთი მაგალითი უკვე ვნახეთ, სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნების სახით.

ტესტირებაც და ვაქცინაციაც მიმართულია ადამიანის თავისუფალი ნების საწინააღმდეგოდ. უკვე ეჭვგარეშეა, რომ ადამიანს, ვისაც არ ექნება ჩატარებული ტესტირება და ვაქცინაცია – სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ხოლო დაუსაქმებელს – არც კი მიიღებენ სამსახურში. ვისაც არ ექნება ვაქცინის გამოყენების დამადასტურებელი პასპორტი, გადაადგილების უფლებასაც კი შეუზღუდავენ! ეს იქნება ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევა!

 

  • რის საფუძველზე არ ენდობით ვაქცინას? იქნებ, პანდემიის დროს ის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყოს?

 

  • ვინც ხელოვნური ვირუსი შექმნა, იგივე ადამიანებმა შექმნეს ტესტებიც. ეს მოხდა პანდემიამდე! ახლა, უმცირეს დროში იგივე ხალხი ქმნის უკვე ვაქცინას, თავიანთივე შექმნილი ხელოვნური ვირუსის „წინააღმდეგ!“ კითხვას შემოგიბრუნებთ – რატომ უნდა მივენდო ამ ადამიანებს? რატომ უნდა დავიჯერო, რომ მათ ჩვენი გადარჩენა სურთ? უკვე მსოფლიოს ავტორიტეტული მეცნიერები ალაპარაკდნენ, რომ სწორედ ვაქცინაცია იქნება პლანეტის მოსახლეობის შესამცირებლად გამოყენებული მთავარი იარაღი! არის სხვა, დამაფიქრებელი მინიშნებაც, რომ ვაქცინებში გამოყენებულია ემბრიონების, ანუ, აბორტის ცოდვით მოკლული ბავშვების სხეულის ნაწილები, რაც ვაქცინის ანოტაციებშიც არის მითითებული! ამ ყველაფერთან ერთად, თუ ვაქცინის გაკეთებას სხვადასხვა მეთოდით ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გვაიძულებენ – ეს დააგვირგვინებს გონივრულ ვარაუდს, რომ ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის გადარჩენას კი არა, განადგურებას ემსახურება! ეს არის მსოფლიო ახალი წესრიგი, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნებს მოიცავს! ადამიანებს უკვე აჩვევენ ამგვარ მორჩილებას. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად საბერძნეთში – ეკლესიებში მღვდლები მრევლის გარეშე ატარებენ წირვას, მრევლს ეკლესიებშიც არ უშვებენ! მეტსაც გეტყვით – სახლიდან ადამიანები ვერ გამოდიან, თუ წინასწარ მესიჯს არ გაგზავნიან საუწყებლად – სად აპირებენ წასვლას და რა მიზნით! ჩვენ, მღვდელმსახურები – ვიზიარებთ დიდ მწუხარებას, იმ ადამიანთა გარდაცვალების გამო, ვინც მსოფლიოს მმართველი ფინანსური კლანების მიერ ორგანიზებულ ამ „პანდემიას“ შეეწირა. ფაქტობრივად, ისინი მოკლეს, იმსხვერპლეს. მიგვაჩნია, რომ გარდაცვლილები არიან თანამედროვე დევნულნი, რაც მათ შეუმსუბუქებს ხვედრს, ღმერთის წინაშე.

 

  • ამ სიტუაციაში რა ქნას მოქალაქემ? როგორ გადარჩეს ფიზიკურად და სულიერად?

 

  • ჩვენ უნდა გვეშინოდეს ცოდვის და არა ვირუსის. კაცობრიობის ისტორიაში მრავალი ვირუსი ყოფილა, მაგრამ ქრისტიანები ცდილობდნენ, რწმენით გამკლავებოდნენ განსაცდელს. არ უნდა შეგვეშინდეს, რადგან ეს მიწიერი ცხოვრება ძალზედ მოკლეა, ამიტომ ადამიანი მუდამ იმას უნდა ესწრაფოდეს, რომ ამ ხანმოკლე ფიზიკური ცხოვრების შემდეგ ღმერთის წიაღში მარადიული სიცოცხლე დაიმკვიდროს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები