მამა დავითი (ისაკაძე): ჯანმოს ეგიდით პანდემიის ეტაპების ესკალაცია ანტიქრისტესთან ადამიანების შეხვედრას და შეგუებას ემსახურება!
პანდემია-ვაქცინაციის საკითხებთან დაკავშირებით ანტიქრისტეს ადეპტები, კონკრეტულად კი -ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კაცობრიობის წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე და უკვე პირდაპირ ფაშისტურ ქმედებებზე გადმოდიან. უახლოეს მომავალში ისინი მსოფლიოს ქვეყნებზე აბსოლუტურ კონტროლს დაამყარებენ, რაც ადამიანის უფლებების აქამდე არნახულ შეზღუდვებს გამოიწვევს – ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სოფელ დიღმის წმიდა მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა,
დეკანოზმა დავით ისაკაძემ:
– გასული წლის მიწურულს, 2021 წლის 1 დეკემბერს მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის სესია გაიმართა, რომლის დადგენილებასაც უახლოეს მომავალში პლანეტის სახელმწიფოების მეთაურებმა ხელი უნდა მოაწერონ. სესიის დღის წესრიგში ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის შემუშავება იყო. ეს დოკუმენტი პირველ რიგში, არც მეტი, არც ნაკლები – მსოფლიოს მასშტაბით პანდემიის ოფიციალურად გამოცხადებას ითვალისწინებს!
- მე-3 წელია პანდემია მძვინვარებს და აქამდე ეძინათ? რაში დასჭირდათ?
- საქმეც მაგაშია! ირკვევა რომ აქამდე მთელ მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს მოსახლეობასაც ურცხვად ატყუებდნენ ჯანმოს აქაური ადეპტები! პანდემიის გამოცხადების მთავარი დანიშნულება საკმაოდ მზაკვრულია – სახელმწიფოთა მთავრობები პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში ამ დოკუმენტის თანახმად პანდემიის მართვის ბერკეტებს გადასცემენ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციას.
- ეს რატომ არის საფრთხე?
- იმიტომ რომ, მსოფლიოში პანდემიური სიტუაციის ნებისმიერ ქვეყანაში მართვა ჯანმომ უნდა განახორციელოს, ხოლო მთავრობები მის გადაწყვეტილებებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ. მთავრობები აღიარებენ რა საგანგებო ვითარებას, ქვეყანაში შეჩერებულ იქნება ძირითადი კანონები და ინსტიტუტები: კონსტიტუცია, სამოქალაქო სასამართლო, პოლიცია. ხოლო კონსტიტუციით მოქალაქეებისთვის მინიჭებული ყველა უფლება და თავისუფლება, მათ შორის, სიტყვის თავისუფლების და თავისუფალი გამოსვლების, თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილებიდან განთავსების, დღე-ღამის განმავლობაში გარკვეულ ადგილზე ყოფნის ან ამ ადგილის დატოვების ყველა უფლება შეიზღუდება! ამ შეზღუდვების განხორციელებასაც ისევ და ისევ ჯანმო გააკონტროლებს საგანგებო მდგომარეობაში გადაყვანილი სამხედრო ძალის მეშვეობით. დაწესდება საგანგებო ვითარების შესაბამისი კომენდანტის საათი, ოღონდ, არა ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს და გამოგვიცდია… არამედ, განხორციელდება ოჯახების, დასახლებების, უბნების, სოფლების, ქალაქების მოსახლეობის არანებაყოფლობითი ევაკუაცია, რომლის ადგილს, ვადას და შინაგანაწესს ისევ და ისევ ჯანმო განსაზღვრავს!
- რა გამოდის? ასეთი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შეიძლება ხელი მოკიდონ და სადღაც, გაურკვეველ გატემოში გაურკვეველი ვადით გადაასახლონ?
- გავიხსენოთ, რა მოხდა ახლახან მარნეულსა და ბოლნისში, როდესაც მოსახლეობა ერთ სივრცეში ჩაკეტეს და მათ ფაქტობრივად, გადაადგილების უფლებაც არ დაუტოვეს! ეს იყო ექსპერიმენტი! საერთოდ, პანდემიასთან დაკავშირებული ეს ვითარება სინამდვილეში მსოფლიოს მოსახლეობის ერთგვარი ტესტირებაა, თუ რამდენად დაემორჩილება საზოგადოება აკრძალვებს. პროცესის მმართველი დემონური ძალები აანალიზებენ, რამდენად სრულყოფილია ეს მეთოდი მოსახლეობის დასამონებლად და სამართავად. ამასთან ერთად, სულიერად განადგურებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ფიზიკურად გაანადგურონ.
- კი მაგრამ, მსოფლიოში ხომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოვიდის ვირუსის ახალი შტამი ავადობის ხარისხს ამარტივებს, პანდემია, რომელიც თურმე აქამდე ოფიციალურად არც არავის გამოუცხადებია, ამოწურვის ზღვარზეა და ადამიანებს ეს ინფექცია უკვე ლამის ჩვეულებრივი გრიპივით გადააქვთ… რაღა დროს ახალი რეგულაციების შემოღებაა?
- საქმე იმაშია, რომ ჯანმოს სესია გასული წლის 1 დეკემბერს ჩატარდა, როცა ის-ის იყო, „ომიკრონის“ შტამი გააქტიურდა. მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს პანდემიის დასასრულს – კოვიდის ვირუსი ხომ ხელოვნურად არის შექმნილი, რასაც უკვე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და ექიმები აღიარებენ. ჯანმოსგან ერთი სიტყვაც არ არის დასაჯერებელი, ჩვეულებრივი თაღლითები არიან! ხვალ შეიძლება კიდევ ახალი შტამი გამოჩნდეს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი იქნება. დიდი ალბათობით, შეიძლება ხელოვნურად შექმნილი კიდევ სხვა, ახალი ვირუსიც გაავრცელონ იმ მიზნით, რომ ჯანმოს რეზოლუციით აღიარებული რეგულაციების ამოქმედების აუცილებლობა გაამართლონ. ფაქტობრივად, მსოფლიოში მიმდინარე ეს პროცესი შეიძლება ერთ კონკრეტულ ეტაპად განვიხილოთ, რასაც კვალად წინასწარ შემუშავებული ახალ-ახალი ეტაპები მოჰყვება. ჯანმოს ეგიდით ეტაპების ესკალაცია კი, არა მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, არამედ, ერთ მთავარ, უბოროტეს და მზაკვრულ საქმეს – ანტიქრისტესთან ადამიანების შეხვედრას და შეგუებას ემსახურება! ვაქცინაციის პროცესის განვითარებას ხომ სწორედ ის ფასისტური ჯგუფი ემსახურება, ვინც თავად ხელოვნურად შექმნა მომაკვდინებელი კოვიდის ვირუსი!
- ჯანმოს რეგულაციები რანაირად უკავშირდება ანტიქრისტესთან მოსახლეობის შეგუებას?
- ჯანმოს რეგულაცია ადამიანებს ყოველგვარ უფლებას ართმევს. ზუსტად ისე ხდება, როგორც სახარებაშია მოთხრობილი, რომ ვინც ანტიქრისტეს თაყვანს სცემს, მას ექნება ყოველგვარი პრივილეგია. ხოლო ვინც თაყვანს არ სცემს და არ აღიარებს მას ღმერთად – ის გახდება დევნული! ანუ, დევნილი გახდება ყველა, ვინც ჯანმოს რეგულაციებს – ნიღბის ტარებაზე, ტესტირებაზე, ვაქცინაციაზე უარს განაცხადებს! ისმის კითხვა, რატომ უნდა დავემორჩილოთ ასეთ რეგულაციებს, თუ ნიღაბი ვერ გვიცავს; ტესტირებას ხშირად 50-60 % ცდომილება ახასიათებს და არც ვაქცინაცია გვიცავს დაავადებისგან?! მაშ რა ხდება? აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მოიგონეს ადამიანების მორჩილებაში მოსაყვანად! ამას მოწმობს დისკრიმინაცია – აუცრელებისგან განსხვავებით, ვინც აცრილია, იმას უშვებენ საზოგადოებრივი თავშეყრის დაწესებულებებში, აძლევენ თვითმფრინავით მგზავრობის უფლებას და ა.შ. ამას მოყვება ის ეტაპიც, რომ ვაქცინაციაზე კი აღარ იქნება საუბარი, არამედ, ანტიქრისტეს მიღება-არმიღებაზე! მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც მიეჩვევა ვაქცინაციის შედეგად მოპოვებულ კომფორტს, ძალიან გაუჭირდებათ, რომ დათმონ ასეთი „კეთილდღეობა“ და ისინი ანტიქრისტესაც უყოყმანოდ მიიღებენ, სულს დათმობენ და გაყიდიან, საყოფაცხოვრებო პირობების შესანარჩუნებლად. ამიტომ ეკლესია, სასულიერო პირები ვართ ვალდებულები, რომ მოსახლეობას ვუთხრათ სიმართლე!
- რაში მდგომარეობს ეს სიმართლე?
- ადამიანებო, გააცნობიერეთ, რომ ვაქცინაციისკენ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით არ მოგიწოდებენ! პირიქით, არის დიდი მოწადინება და მისწრაფება, რათა ყოველი თქვენთაგანი სულიერად და ფიზიკურადაც გაანადგურონ!
- ამ პოზიციას სინოდიც იზიარებს? მღვდელმთავრებიც ემხრობიან?
- სინოდმა თქვა ყველაზე მთავარი, რომ ეს ვაქცინაცია ექსპერიმენტულ ხასიათს ატარებს! ამიტომ არ გვინდა ამ ექსპერიმენტში მონაწილეობა! ის ადამიანები, ვინც ამგვარი, ექსპერიმენტული ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უკვე დისკრიმინაციულად ცნობილ სახელს – „ანტივაქსერებს“ უწოდებს, არიან ბრიყვები! ჩვენ ვღებულობთ ყველა პროგრესულ მეთოდს, რასაც თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს, თუმცა „ანტივაქსერებად“ შერაცხული ადამიანები სინამდვილეში არა ვაქცინაციის, არამედ ექსპერიმენტული მეთოდების წინააღმდეგ გამოვდივართ! მათ კი, ვინც გვიკიჟინებს რომ კოვიდპანდემია და ვაქცინაცია რელიგიური საკითხი არ არის და გაჩუმებისკენ მოგვიწოდებს – შევახსენებ, რომ არაერთი ვაქცინად წოდებული ხსნარი შეიცავს უდიდეს ბოროტებას, კერძოდ, მოკვდინებული, აბორტირებული ბავშვის ორგანიზმის ნაწილებს! ამიტომ, ასეთი სითხის შექმნა და გამოყენება რელიგიური თვალსაზრისითაც, უმძიმეს ცოდვას წარმოადგენს! შესაბამისად, ვინც არ უნდა მოუწოდებდეს ამგვარი ვაქცინის გაკეთებისკენ, გინდ საერო და გინდ სასულიერო პირი – ან ბრიყვია, რადგან არ ესმის, რას ლაპარაკობს; ან, შეგნებული ბოროტმოქმედია! ამიტომ, ყველანი ფხიზლად უნდა ვიყოთ!
- სიფხიზლე რაში უნდა გამოიხატოს?
- არ მივიღოთ, რასაც გვთავაზობენ! ყველას – ხელისუფალსაც და მედიცინის მუშაკებსაც მოვთხოვოთ, გააცნობიერონ, თუ რისკენ მოუწოდებენ მოსახლეობას! დიახ, ჯანმო არის ფაშისტური ორგანიზაცია და საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში უკვე მწიფდება საყოველთაო მოთხოვნა: ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს ეს ორგანიზაცია! თუ ხელისუფლება ხალხის ნებას არ გაითვალისწინებს და ჯანმოს დატოვების ნაცლად მისი ფაშისტური მითითებების შესრულებას შეუდგება, საკუთარ ხალხზე თუ რეპრესიებს განახორციელებს, ამას უთუოდ მასშტაბური სახალხო გამოსვლები მოყვება და ასეც უნდა იყოს! ჩვენ არაფერი გვესაქმება იმ ორგანიზაციაში, რომელიც ადამიანების თავისუფალ ნებას უპირისპირდება!
ესაუბრა ზაზა დავითაია
მასალა ექსკლუზიურია. გადაბეჭდვის ან გაზიარების შემთხვევაში ავტორის და წყაროს მითითება აუცილებელია.