მამა დავითი (ისაკაძე): ჯვარი აღიზიანებს მხოლოდ ეშმაკს! თუ ჯვარზე უარს ვიტყვით, რომელ მიამიტს ჰგონია, ბრძოლაში ღმერთი მაინც შეგვეწევა?!

რიონის ხეობის დასაცავად გამართულმა აქციამ მსოფლიოს დაანახვა, რომ საქართველოში ოპოზიციას ერთი მუჭა გამარგინალებული „ნაციონალური მოძრაობა“ კი არა, თვით, მისი უდიდებულესობა  – ქართველი ხალხი წარმოადგენს. საზოგადოება დღითიდღე ფხიზლდება და საკუთარი მიწისთვის, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში ერი და ბერი ერთიანდება, თუმცა ამ პროცესს გარკვეული ნეგატივებიც ახლავს. როგორ აფასებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები მოვლენებს? ვესაუბრებით სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარს,

დეკანოზ დავით ისაკაძეს:

 

– უპირველესად, მინდა ჩემი გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ინტერესებს იცავს არა მხოლოდ რიონის ხეობაში, არამედ, სრულიად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ამ თვალსაზრისით, საკუთარ თავსაც ამ აქციაში მონაწილედ მივიჩნევ, რადგან ნებისმიერი ქართველი ერის წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემის დასაძლევად უნდა იღვწოდეს. უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მე, როგორც სასულიერო პირი, სხვა მღვდელმსახურებთან ერთად ვიმყოფებოდით ყველა ბრძოლის ეპიცენტრში, რომელიც ერმა გამოიარა. აქედან გამომდინარე, ეკლესია გულგრილი ვერ დარჩება რიონის ხეობაში საზოგადოების სამართლიანი პროტესტის მიმართ, მთავარია, პროტესტის აქცენტი სწორად იყოს შერჩეული.

 

  • სწორი აქცენტი როგორია?

 

  • ჰესი უნდა აშენდეს თუ არა, ეკოლოგიურად საშიში იქნება თუ არა – ეს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ და დაასაბუთონ… ყველაზე მთავარი, რაც მე და ჩემს მეგობრებს გვაწუხებს, არის ის, რომ გრძელდება ქართული მიწა-წყლის გასხვისება! როდესაც გასხვისება ხდება კერძო უცხოურ კომპანიაზე, თავისთავად, უკვე კატასტროფაა, რადგან ამას სჩადის ხელისუფლება, რომელიც, პირიქით, მოწოდებული უნდა იყოს, რომ ქართული მიწის ყოველ მისხალს უფრთხილდებოდეს! მაგრამ კიდევ უფრო უარესი კატასტროფა იმაში მდგომარეობს, რომ ამ შემთხვევაში, 600 ჰექტარზე მეტი ქართული მიწა-წყლის ხანგრძლივი ვადით, 99 წლით გასხვისება ხდება იმ ქვეყანაში დაარსებული და მოქმედი კომპანიის სასარგებლოდ, რომელსაც ჩვენი სამშობლოს 1/3 -ზე მეტი აქვს მიტაცებული, ამას არ სჯერდება და ამ ქვეყნის მაღალჩინოსანი პოლიტიკოსები დაუფარავად უკვე აჭარაზე აცხადებენ პრეტენზიას. ერთხელ თუ შემოვლენ რიონის ხეობაში, მერე იქიდან ვეღარავინ გაიყვანს! საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების თანახმად, 600 ჰექტართან ერთად, კომპანია ენკას რაჭასა და იმერეთში დამატებით 300 ჰექტარის მოთხოვნის უფლება აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ რომელ რეგიონსაც ხელს დაადებენ, იქიდან ადგილობრივი მოსახლეობა უნდა აიყაროს და გადასახლდეს! საქართველო ისედაც, მცირემიწიანი ქვეყანაა. კარგად შევისწავლე ეს მოღალატური ხელშეკრულება, ვერავინ გამორიცხავს და აშკარად იკვეთება საფრთხე, რომ გასხვისებულ ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას თანდათან ჩაენაცვლება დასაქმების საბაბით შემოყვანილი თურქულენოვანი მოსახლეობა, რაც მკვეთრად შეცვლის დემოგრაფიულ ბალანსს ქართველების საზიანოდ. ასეთი ხელშეკრულებით უცხოურს კი არა, ქართულ კომპანიასაც არ უნდა გადაეცემოდეს და მხოლოდ სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს ერის ყველაზე დიდი სიმდიდრეს – მიწას!

 

  • ხეობის დამცველთა აქციას როგორ აფასებთ? რა შეცდომებს და ხარვეზებს ხედავთ მათ მოქმედებაში?

 

  • მათზე არის დიდი ზეწოლა. მავანი ამბობს, რომ აქციას ხელმძღვანელობს საპატრიარქო; სხვები ირწმუნებიან, რომ აქცია იმართება რუსეთიდან… მედია მაქსიმალურად ცდილობს აქციის მარგინალიზაციას. უნდა გვესმოდეს, რომ ისინი არ არიან შეცდომებისგან დაზღვეულები, მაგრამ საზოგადოებას არ ეკადრება მათ მიმართ ჩასაფრებული პოზაში ყოფნა, ჯობს, სიყვარულით მივუთითოთ ხარვეზებზე და მოყვარის პოზიციიდან მივცეთ რჩევები.

 

  • რით ახსნით, რომ ლიბერასტების გარკვეული ნაწილი ამ აქციას მხარდაჭერას უცხადებს?

 

  • ამ ჯგუფების წარმომადგენელთა მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, ძნელად წარმოსადგენია, მათი მხარდაჭერა გულწრფელი იყოს. ჩემი აზრით, აქციაზე მათი მისვლა მონაწილეების გამოწვევის მიზნით პროვოკაციას უფრო მოჰგავს. არაფერია იმაში გასაკვირი, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ზნეობრივად მოწესრიგებული ნებისმიერი ადამიანი ვერ დადგეს იმის გვერდით, ვინც მამათმავლობის უმძიმესი ცოდვის რეკლამით არის დაკავებული.
    ლგბტ სამკლავურით – რიონის ხეობის დასაცავად

    ჩვენ ვიცით, რომ ამ ჯგუფების ინტერესის საგანი არასოდეს ყოფილა ეროვნული ხასიათის პრობლემები და უკიდურეს შემთხვევაში, თუ ამჯერად მაინც მათი პოზიცია რიონის ხეობის დამცველთა პოზიციას ემთხვევა, აქციაზე დგომას არავინ უკრძალავს, ოღონდ იქ თავიანთი ცოდვის სარეკლამო სიმბოლიკას ნუ გამოფენენ.

 

  • აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ქალბატონმა, მაკა სულაძემ, რომელსაც აქციებზე მუდმივად დიდი ჯვარი ეჭირა, განაცხადა რომ „ადამიანებს შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას და დიდი ჯვრის ტარებით ის არ შეუქმნის უხერხულობას სხვა სარწმუნოების მიმდევრებს…“ – ნუთუ, პროვოკაციის ასარიდებლად  გახდა იძულებული, ასეთი არაპოპულარული განცხადება გაეკეთებინა?

 

  • დიდი იქნება თუ პატარა – ჯვარი სატანასთან ბრძოლაში უმთავრესი იარაღია. შეიძლება ადამიანს არც გულზე ეკიდოს ჯვარი და არც ხელთ ეპყრას, მაგრამ მის სულში იყოს დავანებული. პირდაპირ ასე დაწერეთ: როდესაც ვინმე რაიმე მიზეზით უარს ამბობს ჯვრის ტარებაზე, ის უარს ამბობს ეშმაკთან ბრძოლის იარაღზე! ამ ქალბატონს შეეძლო, ეს დიდი ჯვარი თავიდანვე არ აეღო ხელში და უამრავი მორწმუნე ადამიანივით, მხოლოდ გულზე დაეკიდებინა, ან სულში დაევანებინა, მაგრამ რადგან ხელშიც დაიკავა, ვალდებული იყო, მას მოფრთხილებოდა და არ შელეოდა, ბოლომდე ეტარებინა! თუ ამბობს, რომ დიდი ჯვრის ტარებაზე უარს ამბობს სხვა სარწმუნოების მიმდევართა მიმართ ტოლერანტობის საბაბით, სინამდვილეში ის თმობს ეშმაკთან დაპირისპირების იარაღს, ჭეშმარიტებას ათანაბრებს სიცრუესთან და ერთ სიბრტყეში აქცევს მართლმადიდებლობას და სხვა სარწმუნოებას. არც სხვა სარწმუნოების წარმომადგენელს უშლის ვინმე აქციაზე მოსვლას, მაგრამ ნურავის დაავიწყდება, რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, სარწმუნოებამ და ჯვარმა გადაგვარჩინა და ამ იარაღით მოვედით აქამდე და თუ პრობლემაზე გული გულწრფელად შეტკივა, ჩვენმა ჯვარმა არავინ არ უნდა გააღიზიანოს! ჯვარის დათმობა იმ საბაბით, რომ ლიბერასტული მედია და მარგინალური უმცირესობები მოიმადლიერო – მიუღებელია! ვიმეორებ – ჯვარი აღიზიანებს მხოლოდ ეშმაკს! ვინც ჯვარზე უარს ამბობს, ცოდვაში იგდებს თავს. დიდი შეცდომა იყო ასეთი განცხადება, მაგრამ ჩვენ ამას ვეუბნებით არა ჩასაფრებულის პოზიციიდან, არამედ ქრისტესმიერი სიყვარულით! როდესაც კონსტანტინე დიდი ემზადებოდა უმთავრესი ბრძოლისათვის, ცაზე უზარმაზარი ჯვარი გამოისახა წარწერით: „ამით სძლევ!“ კონსტანტინე დიდმა სწორედ ამ სასწაულის შემდეგ ირწმუნა ჯვრის ძალა და მართლმადიდებლობაც მიიღო. ჩვენ თუ ჯვარზე ნებისმიერი საბაბით უარს ვიტყვით, რომელ მიამიტს ჰგონია, რომ რიონის ხეობის დასაცავად ბრძოლაში ღმერთი მაინც შეგვეწევა?!

 

  • რას ურჩევდით აქციის ლიდერ ამ ქალბატონს?

 

  • პირველ რიგში, სინანულისკენ მოვუწოდებ და ვურჩევ, ჯვარი-პატიოსანი კვლავ აიტაცოს და საჯაროდ გამოაცხადოს, რომ ჯვრით და ღმერთით შევძლებთ წარმატების მიღწევას! სხვაგვარად ეს მოძრაობა ბურჟუაზიულ-ფრანგული რევოლუციის მსგავს მოვლენაში გადაიზრდება და უეჭველად დამარცხდება! ქართველი ხალხი მიყვება არა კონკრეტულად რომელიმე ლიდერს, არამედ ჯვრის და ქრისტეს სიყვარულს. ქართველი ერი საქართველოს ინტერესებს იცავს ყველა ქართულ კუთხე-კუნჭულში და დაიცავს რიონის ხეობაშიც. ნურავინ იფიქრებს, რომ მხოლოდ ცალკეული ჯგუფის „გაშლილი სუფრა“ და პრეროგატივაა რიონის ხეობის დაცვა. დაე, მართონ პროცესები, მაგრამ იმ ჩარჩოში, რომ სარწმუნოებას რაიმე ზიანი არ მიადგეს! ამასთან, გაითვალისწინონ, რომ მსგავსი პრობლემები შეიძლება საქართველოს სხვა კუთხეებშიც გაჩნდეს და მზად უნდა იყვნენ, იმავე შემართებით სხვაგანაც გაიბრძოლონ!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები