„მამა კირიონი არის ჩემს თვალში გმირი, ნამდვილი პატრიოტი, – სტკივა ჩვენი ქვეყანა – ამბობს, რომ ეს გაუგებარი, მტრული დამოკიდებულება გაგრძელდა 2012 წლამდე“ – ირაკლი ღარიბაშვილი

-„მამა კირიონი გავიცანი 2014-2013 წლის ბოლოს. ეს ადამიანი არის ჩემს თვალში გმირი, ნამდვილი პატრიოტი, – სტკივა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიების ბედი და ა.შ. განსხვავებით მოღალატე პოლიტიკოსებისგან.მამა კირიონი მოდის ჩემთან, მიყვება, – ძალიან მძიმე სიტუაცია შეიქმნა დავითგარეჯში, მოგეხსენებათ, მამა კირიონი იქ უკვე, დაახლოებით, 25 წელია მოღვაწეობს. ის მიყვება ისტორიას, – 2007 წლამდე ქართველი მესაზღვრეები იდგნენ დავით გარეჯის ქედზე. მინდა, მოსახლეობას ავუხსნათ, 2007 წლამდე ჩვენი მესაზღვრეები იდგნენ იქ, ქედზე და უცებ ჩვენს მესაზღვრეებს ეუბნებიან, -უნდა ჩავიდნენ ქვევით, რადგან აქ, ახლა უნდა დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. ბუნებრივია, მაშინ გამოიწვია ვნებათაღელვა, გაუგებრობა, რა თქმა უნდა, ვერავითარ სამართალს ვერ მიაღწიეს.

ამან გამოიწვია ძალიან დიდი მღელვარება, ჩემი ინფორმაციით, ეკლესიაშიც, საზოგადოებაშიც, მაგრამ მოგეხსენებათ, მაშინ როგორი მწირი იყო ინფორმაციის გავრცელების საშუალება, შეზღუდული იყო, პრაქტიკულად, არც ერთი ტელევიზია არ ფუნქციონირებდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პატარა ტელევიზიას, მოსახლეობას ინფორმაცია არ ჰქონდა. მამა კირიონი ამბობს, – ეს გაუგებარი, მტრული დამოკიდებულება გაგრძელდა 2012 წლამდე, სანამ არ შეიცვალა ხელისუფლება. მთხოვს, იქნებ, ამ საკითხში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვიოთ.

რეალურად, ეს ჩვენი ვალდებულება იყო. მაშინ ვიყავი პრემიერ-მინისტრი და ბუნებრივია, ეს იყო ჩემი პირდაპირი ვალდებულება. გარდა იმისა, რომ მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქესა და პატრიოტს, მაქვს განცდა და ემოცია დავით გარეჯის მიმართ. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობა, ქრისტიანობის განუყოფელი ნაწილი და ჩვენთვის არის სული და გული”, – განაცადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში.

კომენტარები