მამა პაისი მთაწმინდელი – ანტიქრისტეს ბეჭედზე:

მამა პაისი მთაწმინდელი:

– “ისინი არ დაიწყებენ ადამიანთა წამებას, თუმცა, ის, ვისაც ბეჭედი არ ექნება, ცხოვრებას ვერ შეძლებს. ”თქვენ იტანჯებით ბეჭდის გარეშე, – იტყვიან ისინი, – ის რომ მიგეღოთ, სირთულეები აღარ გექნებოდათ”. თუნდაც ადამიანს ოქროს მონეტები, ან დოლარები ჰქონდეს, მათ გამოყენებას ვერ შეძლებს. ამიტომაც, თუ საკუთარ თავს ახლავე მივაჩვევთ უბრალოდ, ზომიერად ცხოვრებას, იმ წლებს გადავიტანთ. თუკი ადამიანს პატარა მიწის ნაკვეთი ექნება, ცოტა მარცვლეულს, კარტოფილს მოიყვანს, რამდენიმე ზეთისხილის ხეს დარგავს, საქონელი თუ ეყოლება: თხა, რამდენიმე ქათამი, მაშინ ქრისტიანი შეძლებს თავისი ოჯახის გამოკვებას. ვინაიდან დიდი მარაგისაგან ხეირი მაინც არაა: პროდუქტი დიდხანს ვერ ძლებს, მალე ფუჭდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაჭირვება დიდხანს არ გასტანს: სამი წელი, სამწელიწადნახევარი. რჩეულთათვის დღეები შემოკლდება, ისინი ვერც კი შეამჩნევენ, როგორ გაირბენს ეს წლები. ღმერთი ადამიანს უმწეოდ არ დატოვებს”

 

კომენტარები