მამა სპირიდონი (ცქიფურიშვილი):როდესაც შეურაცხყოფენ ღმერთს, სამშობლოს, სიწმინდეს, ვალდებულებიც კი ხართ, იბრძოლოთ ამის აღსაკვეთად!

ლიბერასტებმა პარლამენტის შენობასთან ქართველი ხალხის მიერ აღმართული ჯვრის მოშთობა დააანონსეს. ამით აღშფოთებული საზოგადოება სახელდახელოდ, კიდევ ერთხელ შეიკრიბა იმ ადგილზე, სადაც არაერთხელ გადაწყვეტილა ბედი ქართლისა. თავშეყრილ ჯამაათს მგზნებარე სიტყვით მიმართა ერთმა მღვდელმსახურმა:

–  „ვინც ფარისევლურად ამბობს „არა ძალადობას!“ – მინდა მათ ვკითხო: ვთქვათ სახლში შემოგივარდა რამდენიმე ნაძირალა და ცდილობს შენი ცოლი, ქალიშვილი, და, დედა – გააუპატიოროს… მათ იმავე სიტყვებით დაუცავ? ეტყვი – ჩემი ნაბიჯი მხოლოდ სიტყვიერი შეგონებაა? მოძალადეს საერთაშორისო კანონებს შეახსენებ – რას შვები, რას აკეთებ, ეს ხომ საერთაშორისო სამართლის დარღვევაა?!  – თუ ასე მოიქცევი, იდიოტი იქნები! ხოლო თუ ასე არ ეტყვი – მაშინ, ფარისეველი ხარ! ვინც იძახის „არა ძალადობას“ – აირჩიოს, იდიოტია თუ ფარისეველი?! როდესაც შეურაცხყოფენ ღმერთს, სამშობლოს, სიწმინდეს, ვალდებულებიც კი ხართ, რომ აღკვეთოთ ძალადობა და „იძალადოთ“ სამშობლოსათვის, სარწმუნოებისთვის, ოჯახისთვის, სიწმინდისთვის, ჯვრის დასაცავად, „იძალადოთ“ დავითობისთვის, გორგასლობისთვის! „იძალადეთ“ ქართველებო, ოღონდ ზნეობისთვის „იძალადეთ!“

ეს მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები ჩასაფრებულმა ლიბერასტებმა მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან „ძალადობისკენ მოწოდებად“ შერაცხეს და თავიანთ გამოცემებში, ასევე ტელევიზიების ეკრანებიდან ეკლესიაზე შეტევა გაშმაგებით განაგრძეს. რა შინაარსი ჩააქსოვა მღვდელმსახურმა თავის გამოსვლაში და მართლმადიდებელი ეკლესია რა შემთხვევაში აძლევს მრევლს ძალის გამოვლინების უფლებას?  – „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო“ – ცნობილი ქართული ანდაზის ციტირებით დაიწყო ჩვენთან საუბარი იმ სკანდალური სიტყვის ავტორმა, თერჯოლის წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა,

დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა:

– გულმოდგინედ ვადევნებ თვალს „ასავალ-დასავალის“ პუბლიკაციებს და უპირველესად,  გაზეთის კოლექტივს და თქვენს რედაქტორს, ბრწყინვალე პოეტ ლაშა ნადარეიშვილს მადლობას ვუხდი ეროვნული და საეკლესიო საკითხების ობიექტურად გაშუქებისთვის, რაც იშვიათი მოვლენაა, იმ ფონზე, როცა მედიის დიდი ნაწილი ეკლესიის და სარწმუნოების შეგნებული დისკრედიტაციული კამპანიით არის დაკავებული. სიმართლე გითხრათ, იმ დღეს სიტყვით გამოსვლას არ ვაპირებდი, მაგრამ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ჯვრის მოშთობის პროვოკაციულმა დაქადნებამ მიბიძგა ამისკენ. მდუმარედ ვერ დავრჩებით, თუ ვინმე ჩვენი სიწმინდეების შებღალვას დააპირებს! უკვე 24 წელია, რაც სასულიერო პირი ვარ და უნდა მოგახსენოთ, რომ მქონია ურთიერთობა აღმსარებლებთან, რომელსაც ორივე სქესის ნიშნები ჰქონდათ განვითარებული. მათ წარმატებით დავხმარებივარ ცოდვისგან თავის შეკავებაში. ისეთი აღმსარებლებიც მყავს, რომლებიც ადრე სოდომიის ცოდვაში იყვნენ და შემდეგ სარწმუნოების მადლით, იქიდან თავის დაღწევა მოახერხეს. ოღონდ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ვინმე ცოდვის პროპაგანდას ეწევა.

 

 – რას გულისხმობთ?

 

 

– მდგომარეობას, როდესაც ფიზიოლოგიურად ჯანმრთელ ადამიანს ახირება აქვს, უგულებელყოს თავისი სქესი და საკუთარი სურვილით განსაზღვროს, მამაკაცია ის თუ ქალი. როდესაც ვინმეს თავი ნაპოლეონად მიაჩნია, მას ფიქიატრიულ საავადმყოფოში ათავსებენ. ეს არ არის შეურაცხყოფა, რადგან ის ადამიანი მართლაც არ არის ნაპოლეონი და მკურნალობა სჭირდება, რათა ობიექტური მდგომარეობა გააცნობიეროს. სამედიცინო თვალსაზრისით, ნებისმიერი, მათ შორის ფსიქიატრიული  დიაგნოზი არ გახლავთ შეურცხყოფა, არამედ არის ფაქტი, რომელსაც სათანადო მკურნალობა და დახმარება ესაჭიროება. იგივე პროცესია სულიერებაშიც – როდესაც მოძღვარი მრევლს კონკრეტულ ცოდვაზე მიუთითებს, მას კი არ შეურაცხყოფს, არამედ ამ ცოდვასთან გამიჯვნისკენ მოუწოდებს. ეს დამოკიდებულება გახლავთ მოყვასზე ზრუნვა და სიყვარულის გამოვლინება და არა ის, რომ დაეთანხმო, როცა ფიზიოლოგიურად სრულყოფილი მამაკაცი გიმტკიცებს, რომ ის ქალია! მე ვუცქირე გადაცემას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში, როდესაც მამაკაცი ამტკიცებდა, რომ გააუპატიურეს. ეს რა თქმა უნდა, ძალადობაა, რომელიც უნდა ალაგმოს სახელმწიფომ, მაგრამ როდესაც ძალადობის მსხვერპლ მამაკაცს, რომელსაც ამ ძალადობის გამო განუვითარდა ფსიქოლოგიური ტრავმა – ჟურნალისტი ეხმარები იმის დაჯერებაში, რომ ის მართლაც ქალია და თავადაც ქალად მოიხსენიებს – ეს უკვე არა მხოლოდ ცოდვაა, არამედ, დანაშაულიც გახლავთ!  დანაშაულია, რადგან სათანადო მკურნალობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლ, გაუპატიურებულ მამაკაცს აუცილებლად დაუბრუნდებოდა ობიექტური სქესობრივი იდენტიფიკაციის აღქმა და შესაბამისად – ცხოვრების ნორმალური რიტმიც. ძალადობა სწორედ ის გახლავთ, როდესაც მავანი სქესობრივი თვითიდენტიფიკაციის ნორმად დაწესებას ცდილობს! ხოლო ვინც ამას ეწინააღმდეგება, ის მოძალადე კი არა, მოყვასია! ეკლესიას არასოდეს არ სძულს ცოდვის ჩამდენი პირი, არამედ სძულს თვით ცოდვა.

 

 – თუმცა, მავანმა მოძალადედ გამოგაცხადათ, რადგან თქვენი მოწოდება განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ ძალის გამოყენების წახალისებად მიიჩნია.

 

– ნათქვამია, „კარგ მთქმელს კარგი გამგონეო უნდაო.“ დიახ, მართლმადიდებელი სარწმუნოება მშვიდობას და სიყვარულს ქადაგებს, პირადი მტრის მიმართ შენდობისა და სიყვარულისკენაც კი მოგვიწოდებს, მაგრამ არსებობს გარკვეული გარემოებები, როდესაც სწორედ ამ უაღრესად მშვიდობიანი და სიყვარულით სავსე ცხოვრების წესის (სჯულის) და სარწმუნოების დასაცავად მორწმუნე ვალდებულია, აგრესორ ძალას ძალითვე დაუპირისპირდეს და გაანეიტრალოს!

დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი

საქართველო არსებობას დაასრულებდა, თავის დროზე დიდგორის ველზე შემოჭრილ ილღაზის მრისხანე ლაშქარს იარაღით რომ არ შეგებებოდა! დიახ, მართლმადიდებელს ეკრძალება ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ განა მოიძებნება სადმე ადამიანი, რომელიც ოჯახში შემოჭრილ მოძალადეს შესაბამის ძალას არ დაუპირისპირებს, როდესაც საფრთხე მისი ოჯახის წევრს ემუქრება? განა სიმშვიდეს შეინარჩუნებს ვინმე, როდესაც მის ცოლს ან ქალიშვილს გაუპატიურებას უპირებენ და მოძალადეს ტკბილად ეტყვის, რომ რომ ესა და ეს საერთაშორისო კონვენცია გაუპატიურებას კრძალავს? განა სახელმწიფოც ძალის გამოყენებით არ ებრძვის დამნაშავეთა სამყაროს? განა პოლიციელი არ არის აღჭურვილი, საზოგადოებისთვის საშიში პირის ძალის გამოყენებით დასაკავებლად?

 

 – მაგრამ, ამ შემთხვევაში ისინი ფიზიკური ძალის გამოყენების ინიციატორები არ არიან…

 

– რა იღონოს საზოგადოებამ, როდესაც მის ტრადიციებს, სიწმინდეებს მავანი პროვოკატორი შეურაცხყოფს და დაუსჯელი რჩება, უსამართლო კანონმდებლობაც ხელს უწყობს, რადგან თავის დროზე „ანტიდისკრიმინაციული“ კანონი – ამ მოძალადეებმა საზოგადოების უმრავლესობისგან მალულად და ამ საზოგადოების ნების საპირისპიროდ მიიღეს! აი, სწორედ ეს არის ძალადობა  საზოგადოების უმრავლესობის წინააღმდეგ და როდესაც საზოგადოება თავს იცავს, მას პირიქით უწოდებენ მოძალადეს! არადა, სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი ძალადობა აღკვეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება თავად დაიცავს საკუთარ სიწმინდეებს! ვინც ჩემს გამოსვლას სრულად მოისმენს, ამის ახსნა არ დასჭირდება. კონტექსტიდან ამოგლეჯით კი, ბიბლიური ჭეშმარიტებაც თავდაყირა დგება. მაგალითად, ფსალმუნში წერია ფრაზა – „არ არის ღმერთი… “  მაგრამ, თუ სრულად წაიკითხავთ, სხვა დასკვნას გამოიტანთ: „თქვა უგუნურმა გულსა შინა თვისსა – არ არის ღმერთი!“ (ფსალმუნი. 13. 1.) ჩემს გამოსვლაში სიტყვა „ძალადობა“ ფიგურალურად არის ნახსენები. როცა ვამბობ: „იძალადეთ სამშობლოსათვის, სარწმუნოებისთვის, ოჯახისთვის, სიწმინდისთვის, ჯვრის დასაცავად“ –  არ ნიშნავს, რომ ძალადობის ინიციატორები უნდა ვიყოთ. მაგრამ თუ სახეზეა მოძალადე, რომელიც თავს გვესხმის და ცდილობს სამშობლო, სარწმუნოება, ოჯახი, ჯვარი – წაგვიბილწოს და გაგვინადგუროს,  მას გამოვლენილი ძალის პასუხად ადეკვატური ძალა უნდა დავუპირისპიროთ! დღეს უკვე აშკარად მიმდინარეობს ბრძოლა ქრისტიანებსა და სოდომიის მომხრეებს შორის. ამათი თანაცხოვრება შეუძლებელია, რადგან სოდომისტები არ ეგუებიან ქრისტიანულ აზროვნებას, შეურაცხყოფენ ქრისტეს, ღვთისმშობელს, ჯვარს, და ყველაფერს წმიდას, რაც ქრისტიანებს გააჩნიათ. მათ თავად შექმნეს ასეთი გარემოება, როდესაც საზოგადოებაში შემოიჭრნენ და ცდილობენ ამ საზოგადოების სიწმიდეების ხელყოფას, დღითიდღე გვინგრევენ ტრადიციებს, ოჯახის ინსტიტუტს – ეს ძალადობაა! მათი ძალმომრეობისგან თავის დაცვის მიზნით გამოვლენილი ძალა არ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად,  არამედ არის მოძალადის მოგერიება! როგორც მოქალაქე, მე ვემორჩილები კანონს, მაგრამ იქამდე, ვიდრე კანონი წინააღმდეგობაში მოვა ქრისტიანობის მთავარ კანონთან – „სჯულისკანონთან.“ თუ სახელმწიფო თავს მომახვევს ისეთ სამოქალაქო კანონს, რომ სჯულისკანონის წინააღმდეგ მომიწევს წასვლა, ეს ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის – მიუღებელია და დაპირისპირება გარდაუვალი იქნება! ამიტომ სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ საზოგადოების უმრავლესობას თავს არ მოახვიოს მისი მსოფლმხედველობისთვის შეუსაბამო კანონები!

 

 – პირდაპირ უნდა გკითხოთ: ეპატიება თუ არა ძალადობა ქრისტიანს, თუ ვინმე შეგნებულად ან პროვოკაციის მისზნით მის გასაგონად სიწმინდეებს შეაგინებს?

 

– ნება მიბოძეთ, ამ კითხვაზე წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვებით გიპასუხოთ: ,,თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე და, თუ საჭირო შეიქმნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხშე პირი – კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ, სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს, რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე და თუკი მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი… დაე, იცოდნენ იუდეველებმა და ელინებმა, რომ ქალაქის დამცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთის მონებისა, და თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით… სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა!”

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები