მამა – შვილის დიალოგი ანუ, ვინ უფრო იცნობს დედას?

– შვილო,შენ და შენმა დამ მეტი სითბო უნდა გამოიჩინოთ დედათქვენის მიმართ! დედაა და საერთოდ არ იცნობთ მის ხასიათს!
– ვიცნობთ!
– მომისმინე რომ გელაპარაკები და ნუ მაწყვეტინებ! მიდი,ზოგჯერ ჰკითხე,დედა როგორ ხარ?რამე პრობლემები ხომ არ გაქვს?მოეფერე,აკოცე! დედაა და საერთოდ არ იცნობ მის შინაგან ბუნებას!
– ვიცნობ!
– როგორ იცნობ?აბა ერთი მომიყევი !
– მამა! შენ ჩემზე უკეთესად იცნობ დედას?
– ეჭვი გეპარება?
– ჰოო, მეპარება!
– რა საინტერესოა! გისმენ ყურადღებით!-იცინის.
– რამდენი წლის იყავი დედაჩემი რომ გაიცანი?
– ოცდასამის!
– ეხლა რამდენის ხარ?
– ორმოცდასამის!
– თუ გამოვითვლით… ესეიგი…დედას შენ იცნობ დაახლოებით 44% პროცენტით! ანუ,ერთად ყოფნას,მინუს ის 23 წელი,ვიდრე გაიცნობდი!
– მერე?
– მერე ის,რომ ,,ზოგიერთებივით,, 44%-ით კი არა დაბადებიდან,ანუ 100% ით ვიცნობთ! გასაგებია?
წავედი!მათემატიკის ოლიმპიადაზე მაგვიანდება!

თამაზ ჭეიშვილი

კომენტარები