მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს -ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა
5
პოლიციამ მამის მკვლელობაში ბრალდებული ნ.კ. დააკავა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, – გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ.
არსებული ინფორმაციით, ნ.კ.-მ გუშინ გვიან ღამით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარი მამა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, ის ქუთაისის რეგიონალური მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე კლინიკაში, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.