მამუკა ბათუაშვილი: 15 წუთში გათავისუფლდებით შხამებისგან, დაგირეგულირდებათ წნევა და სისხლის მიმოქცევა!

იხილეთ ვიდეო:

ეს ფერეიდნელი ექიმი ირანში ქვის კარიერის მფლობელია, მაგრამ ქონება უყოყმანოდ მიატოვა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში ჩამოვიდა და ჩამოიტანა ქართული ხალხური მედიცინის აქ მივიწყებული ცოდნა, რომელიც შაჰ-აბასის მიერ ფერეიდანში გადასახლებულმა ქართველებმა შეინარჩუნეს! ქართველმა საზოგადოებამ მამუკა ბათუაშვილი (მოჰამად რეზა რეზვანი) “ასავალ-დასავალის” პუბლიკაციით (11-17 აპრილი, 2016 წ. N-15 (1118)) გაიცნო, როცა ორგანიზმიდან შლაკების და შხამების გამოდევნის ხალხური მეთოდი შემოგვთავაზა. მკურნალობისთვის მამუკას ყველა ლიცენზიასთან ერთად პატრიარქის კურთხევაც გააჩნია, რომელმაც სოფელ დიღომში მდებარე საპატრიარქოს კოლეჯებში სახალხო მკურნალს ფართობიც კი გამოუყო. ამჯერად მამუკამ ისევ შეძლო ჩემი გაკვირვება!

*

სისხლის გამოშვების მამუკასეული მეთოდი ამ სტრიქონების ავტორმა შარშან საკუთარ თავზე გამოვცადე და მკითხველს მიღებული შედეგის შესახებ მოვუთხრე. ყოველ ორგანიზმში, თუნდაც ის ჯანმრთელი იყოს, გროვდება ცხოველქმედების პროდუქტები – შლაკები და შხამები. ამის წინაპირობა, განსაკუთრებით ჩვენს დროში – საკვებ პროდუქტებში შხამიანი ნივთიერებების უხვი შემცველობაა. ხერხემალზე 2 ადგილია, სადაც მამუკას თქმით, ბუნებრივი ფილტრებია. ერთი – ბეჭებს შორის მდებარეობს, მეორე – კუდუსუნთან. აუცილებელია, პერიოდულად ეს ფილტრები იწმინდებოდეს. თავდაპირველად, ზედა ცენტრიდან ხდება ორგანიზმში დაგროვილი შხამების გამოტანა, 20 დღეში პროცედურა შეიძლება კუდუსუნზე განმეორდეს. აშკარად ჩანს, რომ სხეულიდან გამოტანილ მასას სისხლთან საერთო არაფერი აქვს. პროცედურის მომენტშივე პაციენტს ეხსნება დაღლილობის შეგრძნება, უმჯობესდება მხედველობა, რეგულირდება წნევა და ორგანიზმში აქტიურდება სისხლის წარმოქმნის პროცესი, რაც შესაბამის სასიკეთო ძვრებს განაპირობებს! მესამედ, ორგანიზმში არსებული შხამების გამოდევნა წვივის არედან მოხდება. ეს მათთვის, ვინც სიარულით მალე იღლება და ქვედა კიდურებში დარღვეული აქვს სისხლის მიმოქცევა. თუ მაღალი წნევები და თავის ტკივილები გაწუხებთ, შეიძლება თავის არედანაც მოხდეს შხამების გამოღება. შედეგი აშკარად თვალსაჩინოა, თითოეულ მანიპულაციას კი, 15 წუთზე მეტი არ სჭირდება.
სისხლიდან შხამის გამოღების მიზნით მანიპულაციის ადგილზე ბასრი ლანცეტით კეთდება რამდენიმე ნაკაწრი, რაც მტკივნეული საერთოდ არ არის. დასერილზე მიედგმება ქილა, რომლიდანაც ჰაერი ამოიტუმბება და შექმნილი ვაკუუმი უზრუნველყოფს ნაკაწრებიდან შხამების ამოქაჩვას. 40 წელს მიტანებული თითოეული ადამიანი თავს იგრძნობს კარგად, თუ აღნიშნულ პროცედურას წელიწადში ორჯერ მაინც ჩაიტარებს!

*
მამუკა და მისი ვაჟი გიორგი ორგანიზმიდან შხამების და შლაკების გამოდევნის ახალ მეთოდებსაც ნერგავენ. მათ ექსკლუზიურად უკვე გააჩნიათ ამერიკული წარმოების აპარატურა, რომლითაც ფეხისგულებიდან, თანაც ყოველგვარი ჭრილობის და ნაკაწრის გარეშე ხდება მავნე ნივთიერებების გამოდევნა.

მამუკა ბათუაშვილი:

– ეს აპარატი, რომლის მუშაობის პრინციპი ელექტროლიზს ემყარება, საქართველოში ჯერჯერობით მარტო მე გამაჩნია. ის ნივთიერებათა ცვლის პროცესს აუმჯობესებს, ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა და საუკეთესო საშუალებაა, რათა პაციენტს გამოუსწორდეს იმუნური დეფიციტი, დაძლიოს გადაღლილობა, ენდოკრინული დარღვევები და არტერიული წნევა დაირეგულიროს, ასევე, დიაბეტით დაავადებულთა ეფექტურად მკურნალობისთვის შექმნას მნიშვნელოვანი წინაპირობები.

– რანაირად შეიძლება ამის მიღწევა?

– ცნობილია, რომ ორგანიზმში არსებული ტოქსინები სხვადასხვა მძიმე დაავდების, მათ შორის სიმსივნეების აღმოცენების საფუძველი ხდება ხოლმე. 100-დან 70 შემთხვევაში სიმსივნეები სწორედ ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებით და ამით გამოწვეული უჯრედების დაურეგულირებელი დაყოფით არის განპირობებული. ტოქსინები ორგანიზმის ცხოველქმედების პროდუქტებია. მათი დაგროვება ღვიძლის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ავადმყოფობებსაც იწვევს. ამ აპარატით ძალიან მარტივად და უმტკივნეულოდ ხდება ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნა. პროცედურა 15 წუთს მოიცავს და შეგიძლიათ, საკუთარ თავზე გამოსცადოთ..

გამოგიტყდებით და დავინტერესდი. მამუკამ აპარატში ჩვეულებრივი ონკანის წყალი ჩაასხა, ფეხები ჩამაყოფინა და ჩართო.

წუთნახევრის შემდეგ კამკამა წყალი ჯერ ყვითლად შეიფერა, შემდეგ თვალსადახელსშუა გამუქდა და 15 წუთის შემდეგ მუქი ჩალისფერი მიიღო! რაც დრო გადიოდა, სითხე სულ უფრო და უფრო მეტად სუნით მაწუხებდა. როდესაც ჭურჭელიდან ფეხები ამოვირე – გავოგნდი – წყალი კი არა, შიგ უკვე რაღაც უცნაური ზეთოვანი ბლანტი მასა ესხა, ხოლო ფსკერი მუქი ფერის ნალექით იყო მოფენილი! – ეს შენი სხეულიდან გამოდევნილი შხამიანი ნივთიერებებია, რომელიც სხვადასხვა პრობლემით გემუქრებოდა.

ასეთი პროცედურა 3-4 დღის ინტერვალით 5-ჯერ რომ ჩაიტარო, შენი სხეული მავნე ნივთიერებებისგან ხანგრძლივი დროით გათავისუფლდება და უამრავ დაავადებას თავიდან აიცილებ – მითხრა ღიმილით მამუკამ. ფეხზე ჩავიცვი და როდესაც ოთახში გავიარე, უჩვეულო სიმსუბუქე ვიგრძენი. დაღლილობასაც, უკვალოდ გაევლო!

– მამუკა, რა დაავადებებს მკურნალობთ თქვენი მცენარეული წამლებით?

– მე მაქვს მდიდარი მწვანე აფთიაქი და ათასობით რეცეპტი, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენი წინაპრები სხვადასხვა დაავადებას არჩენდნენ! მათ უმრავლესობას არანაირი უკუჩვენება არ გააჩნია, გამონაკლის შემთხვევებში კი, პაციენტებს ანალიზების მოტანას ვთხოვ. ჩემთან იშოვება თავის ტკივილის, შაკიკის, ნევროზების, ჩირქოვანი, ანთებების და დამწვრობის ასალაგმი საშუალებები, ვკურნავ C ჰეპატიტს, კუჭის, თირკმელების და გულსისხლძარღვოვან სნეულებათა უმრავლესობას, წარმატებით ვმკურნალობ ბუასილს, კანზე გამონაყარს, აკნეს, სოკოვან სნეულებებს. მასაჟებით ვმკურნალობ ხერხემლის პათოლოგიებს.

– ორიგინალური პრეპარატებიც გაგაჩნიათ?

– დიახ, ვამზადებ მცენარეულ ნაყენს, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას. ასევე, მაქვს ჯანმრთელობისთვის სრულიად უწყინარი, მცენარეულ კომპონენტებზე დამზადებული სქესობრივი სტიმულატორები, რაც აუმჯობესებს სექსუალურ ლტოლვას. მაქვს მცენარეული პრეპარატები, რომელთა მიღება მანდილოსნებს უადვილებს კლიმაქსური პერიოდის გართულებების გარეშე გადატანას და ხსნის დამახასიათებელ უსიამოვნო შეგრძნებებს. მაქვს ეფექტური მცენარეული საშუალებები, რომელთა მოხმარებით მოკლე დროში პაციენტი იკლებს წონას.

– შეგიძლიათ ჩვენს მკითხველებს რომელიმე რეცეპტი გაუზიაროთ?

– მაგალითად, სოკო, რომელიც უკვე ფრჩხილებზეა გადასული, მარტივად შეიძლება განიკურნოს ამ ხალხური მეთოდით: აიღეთ 2 სუფრის კოვზი ძმარი, 1 კოვზი თაფლი და ნახევარი კოვზი სუფრის მარილი. შეურიეთ ერთმანეთს და კარგად ათქვიფეთ. მიღებული მასა დილით ძმრით დაიბანეთ და წაისვით დაზიანებულ ადგილებზე. საღამოსაც ძმრით დაიბანეთ და ისევ წაისვით. 1 კვირის განმავლობაში სოკო მთლიანად გაივლის და დაზიანებული ფრჩხილი ზრდას დაიწყებს!
ბოლოთქმა:
უკვე წამოსასვლელად ვემზადებოდი, როცა მამუკასთან შესახვედრად სამედიცინო ცენტრ ეკომედის დირექტორი, დავით იმნაიშვილი მობრძანდა – მამუკა ბათუაშვილი ხალხური მედიცინის უძლიერესი წარმომადგენელია, სხვადასხვა დაავდების მკურნალობაში კარგი შედეგები აქვს და მასთან ვაპირებ თანამშრომლობის დაწყებას ისეთი მნიშვნელოვანი დაავადების დასაძლევად, როგორიც დიაბეტური ტერფია. მჯერა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ამპუტაციისგან გადავარჩენთ და ფეხს უამრავ პაციენტს შევუნარჩუნებთ!

პაციენტებს შეუძლიათ მამუკა ბათუაშვილს მიაკითხონ შემდეგ მისამართზე: სოფელ დიღომი აღმაშენებლის 54-ბ. ბენზინგასამართი სადგურის პირდაპირ. ან დაურეკეთ ტელეფონის ნომერზე: 555341299; 555439266

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები