მამუკა ბახტაძემ დუშეთის ისტორიული უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დუშეთის ისტორიული უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. რეგიონში წლების განმავლობაში წყლით მომარაგების პრობლემა იდგა. ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება დაიწყო.
„2020 წლის ივნისს დავასრულებთ სამუშაოებს. მოსახლეობას ვპირდებით, რომ ეს ადგილი იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი საქართველოში. ამ რეგიონს აქვს ძალიან უნიკალური ტურისტული პოტენციალი. აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშნველოვანია, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ამ პროექტების რეალიზაციაში მსოფლიო ბანკი გვეხმარება.
ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ წლების განმავლობაში. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ ინტერნეტიზაცია, ჩვენი ამოცანაა ყველა დასახლებაში მივიყვანოთ ინტერნეტი. ინტერნეტის განვითარების გარეშე ეს ულამაზესი ადგილები ვერ შეძლებენ თავიანთი ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან ათვისებას.
ძალიან მნიშვნელოვანი გზა გაიჭრა სოფელ არხოტამდე. სოფელი მოწყვეტილი იყო გარემოსამყაროს. მას აქვს სტრატეგიული მნიშნველობა ჩვენი ქვეყნისთვის და აქვს ამასთანავე უნიკალური ტურისტული პოტენციალი“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები