მამუკა ბახტაძემ მუსულმანებს რამადანის დასრულება მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე, მუსულმან მოქალაქეებს რამადანის თვის დასრულება მიულოცა.
„ვულოცავ ყველა ჩვენს მუსლიმან მოქალაქეს რამაზანის თვის დასრულებას, დიდ რელიგიურ დღესასწაულს – რამაზან-ბაირამს და ვუერთდები თქვენს ზეიმს. გისურვებთ თითოეულ თქვენგანს სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას. ჩვენს ქვეყანას და თქვენს ოჯახებს ვუსურვებ მშვიდობიან მომავალს, წინსვლასა და წარმატებებს”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.