მამუკა ბახტაძე ოპოზიციას: სწორედ მე ვიყავი “აზარტული თამაშების შესახებ კანონის” ინიციატორი და ყველაფერს ხომ აქვს ჩარჩო, როდესაც მე მესაუბრებით ამაზე

„სწორედ მე ვიყავი “აზარტული თამაშების შესახებ კანონის” ინიციატორი ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს და ყველაფერს ხომ აქვს ჩარჩო, როდესაც მე მესაუბრებით ამაზე“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ახლა პარლამენტში იხილება და ხაზი გაუსვა მისი დროულად მიღების მნიშვნელობას.
“მე ვიყავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ კანონის ინიციატორი, რომელიც ახლა იხილება პარლამენტში. მოვუწოდებ ყველას, ეს კანონი არის რაც შეიძლება დროულად მისაღები. ხომ აქვს ყველაფერს ჩარჩო, მე დამაბრალო მსგავსი რამ, ადამიანს, რომელმაც ფინანსთა მინისტრობისას გავაკეთე კანონპროექტის ინიცირება. მესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ საზოგადოება ყველაფერ უყურებს და ყველაფერს თავისი ჩარჩოები აქვს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები