მამუკა ბახტაძე: საქართველოში ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში, ნებისმიერ მოქალაქის უფლება დაცულია კანონით.

„საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება დაცულია კანონით, საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, ეს იყო ასე, დღესაც ასეა და მომავალშიც ასე იქნება“, – განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.​

კომენტარები