მამუკა ბახტაძე: „საქართველოში აუცილებლად იქნება მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება“

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ტელეკომპანია „რუსთავის 2“–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

„საქართველოში აუცილებლად იქნება მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება,

ორშაბათს ტელეკომპანიის ახლანდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ აუქციონის წესით კომპანიის 100%–იანი წილის გაყიდვას აპირებს.  ხალვაშმა ტელეკომპანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 18 ივლისის განცხადების საფუძველზე დაიბრუნა. ამის შემდეგ მან თანამდებობიდან გაათავისუფლა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც, ხალვაშის აზრით, „რუსთავი 2“ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით ვუფრთხილდებით. ეს არის სწორედ ის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას ეს ძალიან კარგად ესმის“.

ტელეკომპანიის ახლანდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ  ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას წყალობით „რუსთავი 2“-ის დავალიანება 70 მლნ ლარს აღწევს. გვარამიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კომპანიისთვის ზარალი მიეყენებინა.

აპირებს თუ არა სახელმწიფო ტელეკომპანიისთვის დავალიანების ჩამოწერას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა:

„ამის შესახებ საუბარი არ ყოფილა, ვალების ჩამოწერის წინადადებით არავის მოუმართავს. თუმცა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული დავალიანების გადახდა მარტივი არ იქნება. ამისთვის აუცილებელია რაიმე სახის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. გადაწყვეტილება იქნება მიღებული“.

 

კომენტარები