მამუკა ბახტხაძე: 20 ივნისს იყო შტურმის მოგერიება, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს პარლამენტის შენობაზე

მამუკა ბახტაძის განცხადებით, 20 ივნისის ღამე “ეს იყო შტურმის მოგერიება, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს პარლამენტის შენობაზე”.პოლიციას ჰქონდა ვალდებულება, რომ პარლამენტი შტურმისგან დაეცვა.
„მსჯავრდებული სააკაშვილის მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებს ბოლო წლების განმავლობაში. აქ სიახლე არაფერია. მისთვის და მისი აგრესიული ჯგუფისთვის არანაირ დემოკრატიულ პროცესი არ წარმოადგენს არანაირ ფასეულობას. მხოლოდ დესტრუქცია, აგრესია, ზიზღის ენა, ეს არის ის, რითიც ისინი ხელმძღვანელობენ. აქედან გამომდინარე, ამაზე კომენტარსაც არ გავაკეთებ. რაც მოხდა 20 ივნისს, ეს მძიმე დღე და მძიმე წუთები, მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორე და ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი არის მხარდამჭერი იმ შეფასებისა, რომელსაც გავაკეთებ. ცდილობენ, ეს მონათლონ სხვანაირად.

ეს იყო მოგერიება შტურმისა, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს პარლამენტის შენობაზე… შეფასებებში გთხოვთ, რომ ვიყოთ ობიექტურები, გუშინაც და დღესაც მოვისმინე შეფასება, რომ ეს იყო აქციის დაშლა, ყველას უნდა გვახსოვდეს ქრონოლოგია, პოლიცია იძუ8ლებული იყო და ჰქონდა ვალდებულება დაეცვა პარლამენტი შტურმისგან, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ხორციელდებოდა. შესაბამისად, ჩემი თხოვნაა, მეგობრებო, თეთრზე უნდა ვთქვათ, რომ არის თეთრი, შავზე უნდა ვთქვათ, რომ არის შავი,“ – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები