მამუკა მდინარაძე: „თუ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მართლაც 30%-ია, მაშინ საერთოდ რა პრობლემაა, სულ რომ მაჟორიტარული სისტემა იყოს? “

-„ქართული ოცნების“ რეიტინგი ისეთივეა, როგორიც ყველა წინა არჩევნებზე იყო.

თუ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მართლაც 30%-ია, ჩვენი რუსეთის ჰიმნის გულით მატარებელი ოპონენტები როგორ რეალობას აცდენილ მოცემულობასაც სთავაზობენ საზოგადოებას, მაშინ საერთოდ რა პრობლემაა, სულ რომ მაჟორიტარული სისტემა იყოს? ნახევრად მაჟორიტარულ სისტემაშიც კი შეუძლებელია, წარმატებას მიაღწიოს იმ გუნდმა, რომელსაც 30% – იანი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება მხოლოდ გამონაკლისები იყოს ცალკეულ მაჟორიტარულ ოლქებში. ოპოზიციამ ჩვენზე კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის იმგვარი, როგორიც იყო ყველა წინა არჩევნებზე. ამ რეალობის შიშით, ისინი ცდილობენ შექმნან საარჩევნო სისტემა, სადაც თეორიული შანსი მაინც გაჩნდება, რომლის ფარგლებშიც „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები