მამუკა მდინარაძე: „რუსეთის ჰიმნის გულით მატარებელი ოპონენტები რეალობას აცდენილ მოცემულობას სთავაზობენ საზოგადოებას”

-„ქართული ოცნების“ რეიტინგი ისეთივეა, როგორიც ყველა წინა არჩევნებზე იყო.

თუ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მართლაც 30%-ია, ჩვენი რუსეთის ჰიმნის გულით მატარებელი ოპონენტები როგორ რეალობას აცდენილ მოცემულობასაც სთავაზობენ საზოგადოებას, მაშინ საერთოდ რა პრობლემაა, სულ რომ მაჟორიტარული სისტემა იყოს? ნახევრად მაჟორიტარულ სისტემაშიც კი შეუძლებელია, წარმატებას მიაღწიოს იმ გუნდმა, რომელსაც 30% – იანი მხარდაჭერა აქვს. შეიძლება მხოლოდ გამონაკლისები იყოს ცალკეულ მაჟორიტარულ ოლქებში. ოპოზიციამ ჩვენზე კარგად იცის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის იმგვარი, როგორიც იყო ყველა წინა არჩევნებზე. ამ რეალობის შიშით, ისინი ცდილობენ შექმნან საარჩევნო სისტემა, სადაც თეორიული შანსი მაინც გაჩნდება, რომლის ფარგლებშიც „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს,“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

პლენარულ სხდომაზე ანგარიშის წარდგენას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ოპოზიციამ არჩილ თალაკვაძეს ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა რამდენიმე წუთით შეაწყვეტინა.

პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპაციაზე ლაპარაკობდა, როდესაც მმართველი გუნდის ოპონენტებმა პარლამენტის სხდომაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სასესიო დარბაზი მანდატურების დახმარებით დატოვა.

კომენტარები