მამუკა მდინარაძე: „სააკაშვილის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე შეიძლება საუბარი“ – სააკაშვილი ქართველ მევენახეებს „80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს“

-„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე შეიძლება საუბარი. სააკაშვილის განცხადებები არასერიოზულია,მასზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. შეიძლება, სააკშვილის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზეც ვისაუბროთ, იმდენად არასერიოზულია ამ კაცის განცხადებები, პრობლემები აქვს და თავისი ეყოფა, თავი უნდა დავანებოთ. გამოდის, რაღაცებს ლაპარაკობს, – 80 თეთრს დავამატებ, 180 დავამატებ, ჩამოვალ, ბოდიში, დანაშაულები ჩავიდინე მძიმე, მაგრამ უნდა ჩამოვიდე… არასერიოზულია ამ კაცზე სერიოზული კომენტარების კეთება. შეუძლებელია, მათ სახლობანას თამაშზე ჩვენ სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ“, – განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა და მევენახეებს სუბსიდირების გაზრდას დაჰპირდა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა:

Faceebook-ზე კიევში, ვენახეში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, ქართველ მევენახეებს საქართველოს მთავრობის „შემდეგი ხელმძღვანელის სახელით“ მიმართა.  მიიჩნევს, რომ 30 თეთრი „უბრალოდ დაცინვაა“.

-„ამიტომ, მე მინდა გითხრათ და მე მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგმა ხელმძღვანელმა ჩემს კახელ ძვირფას ძმებს ყველა სხვა რეგიონში საქართველოში, სადაც ეს პრობლემა დგას შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80 თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს. აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ეს, რა თქმა უნდა, გაკეთდება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული. ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და ახლა საჭიროა გადარჩენა ბოლომდე თითოეული მევენახის“.

 

Georgia

ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემს თავზე კი არ მინდა საუბარი, მინდა საუბარი ჩვენს მევენახეებზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ მისცემენ კომპენსაციის სახით 30თეთრის ოდენობით. ეს თანხა დოლარებში რომ გადავიყვანოთ არის რამდენჯერმე ნაკლები იმ თანხისა რასაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ვაძლევდი ხალხს და ისიც არ იყო საკმარისი! ხაზინა ცარიელია და მე მგონი ეს თანხა 30 თეთრი დაცინვაა უბრალოდ ჩვენი მევენახეების! ამიტომ მე მინდა გითხრათ და მე მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგმა ხელმძღვანელმა ჩემს კახელ ძვირფას ძმებს ყველა სხვა რეგიონებში საქართველოში, სადაც ეს პრობლემა დგას შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს. აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გაკეთდება იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ რომ ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული. ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და ახლა საჭიროა გადარჩენა ბოლომდე თითოეული მევენახის.

Posted by Mikheil Saakashvili on Tuesday, September 15, 2020

კომენტარები