მამუკა მდინარაძე სანდრო ბრეგაძეზე: „პატრიოტთა ალიანსს“ ჩაენაცვლოს პირველ ნომრად და მერე შევპირდებით

„პატრიოტთა ალიანსს“ ჩაენაცვლოს პირველ ნომრად და მერე შევპირდებით, – ამის შსახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

მან სანდრო ბრეგაძის განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომ „ქართულ ოცნებას“ ალტერანტიული ოპოზიციის შექმნის პროცესი აქვს დაწეყებული და „ქართულმა მარშმა“ არჩევნების შემდეგ მათგან შეთავაზება მიიღო,

„პატრიოტთა ალიანსს“ ჩაენაცვლოს პირველ ნომრად და შევპირდებით მერე. ამაზე სერიოზულად საუბარი არ შეიძლება. ყველაზე საინტერესო იცით რა არის? – როდესაც „ქართული მარში“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთნაირად ფიქრობენ, მსჯელობენ და აზროვნებენ, ეს არის ყველაზე საინტერესო „დამთხვევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები