მამუკა ღლონტი: „რა ხდება რეალურად შენს გარშემო როდესაც შუაღამით აივნიდან ფეირვერკს ისვრი:“

-„რა ხდება რეალურად შენს გარშემო როდესაც შუაღამით აივნიდან ფეირვერკს ისვრი:

1. აღვიძებ უამრავ ბავშვს

2. აშინებ უამრავ ბავშვს

3. აწუხებ უამრავ ავადმყოფს

4. არ აცლი მშვიდად წავიდეს სიკვდილის პირზე მყოფს

5. არ ითვალისწინებ მგლოვიარეების მდგომარეობას რომლებსაც სახლში მიცვალებული უსვენიათ

6. აღვიძებ ბევრს ვისაც უძილობა აწუხებს და როგორც იქნა ჩაეძინა

7. აღვიძებ მათ ვინც დილით ადრე უნდა ადგეს და სამუშაოდ წავიდეს

8. აბინძურებ გარემოს და შენს საცხოვრებელს და ა.შ. და ეს იმიტომ რომ რამდენიმე წამიან ფსევდო სანახაობას უწყობ რამდენიმე ადამიანს რომლებსაც 2 წუთის შემდეგ ეს არ ემახსოვრებათ.

მოკლედ ქაჯობაა ეს სროლები და ღრიანცელი…” – წერს მამუკა ღლონტი.

კომენტარები