მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში ე.წ. „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა, რომელიც გიორგი გახარიასგან მიიღო

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში ე.წ. „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა, რომელიც გიორგი გახარიასგან მიიღო.

საგამოძიებო უწყებას ასევე წარუდგინა წერილზე ლონდონში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, უშუალოდ „მუქარის წერილზე“ „17 ადამიანის თითის ანაბეჭდი ამოვიდა“.

კომენტარები