მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობის გაყვლეფის გზით მიღებული ფულით პირადი ხაზინა შეავსო

ადვოკატი გელა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

2013 წელს “ქართუ ბანკმა” გამოყო მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები ფერმერთა მიზნობრივი დახმარებისთვის მათთვის 3%-იანი შეღავათიანი კრედიტების მიცემის მიზნით . გამტარის ფუნქცია დაეკისრა მამუკა ხაზარაძის “TBC”ბანკს. ამ უკანასკნელმა კი საკუთარი “საკომისიო მომსახურება” შეაფასა 14(!) პროცენტად. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობა “შეღავათიან კრედიტს” იღებდა 17 პროცენტად. აღნიშნული სპეკულაციური მიდგომით ხაზარაძემ ორი კურდღელი დაიჭირა–მოსახლეობაში გამოიწვია უკმაყოფილება მთავრობის მიმართ, პარალელურად კი პირადი ხაზინა შეავსო. ვის ინტერესებს ხმარდება მოსახლეობის გაყვლეფის გზით მიღებული ფული, ცალკე მსჯელობის საგანია. პ.ს. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულს სათანადო დოკუმენტებით დავასაბუთებ.

კომენტარები