„მამუკა ხაზარაძე „მონაჭორსა“ და ფაქტებს შორის ფაქტებზე აკეთებს არჩევანს. ფაქტი კი არის ის, რომ ანაკლია სახელმწიფოს პრიორიტეტია, რაც კონსტიტუციაშიც ჩაიწერა“

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი  მამუკა ხაზარაძის განცხადებებს გამოეხმაურა:

„მამუკა ხაზარაძე ტყუილსაც კი ვერ იფიქრებს ისე, რომ თავი არ დაიზიანოს.

„მონაჭორსა“ და ფაქტებს შორის ფაქტებზე აკეთებს არჩევანს. ფაქტი კი არის ის, რომ ანაკლია სახელმწიფოს პრიორიტეტია, რაც კონსტიტუციაშიც ჩაიწერა.

ტყუილითაც კი, რომელიც გუშინ თქვა, თითქოს ეუბნებოდნენ შავ ზღვაში ამერიკელებს რა უნდოდათო, ამითაც თავს აზიანებს. სოციალურ ქსელში ადამიანები წერდნენ, სად იყო ამდენი ხანი, ახლა გაახსენდა, როცა დასჭირდაო. ათას არარეალურ გარემოებას ვაწყდებით და როდესაც დასკვნის გამოტანა მიწევს, ფაქტებსა და ვიღაცის მონაჭორს შორის, მე ფაქტებს ვენდობი. როდესაც ადამიანი იმასაც ვერ ახერხებს, რომ ტყული ისე მოიფიქროს, თავი არ დაიზიანოს, ეს არის გასაკვირი ამ ადამიანის მხრიდან.

ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ანაკლია არის სახელმწიფოს პრიორიტეტი. ფაქტია, რომ სახელმწიფო დღესაც ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მათ ამ პროექტის განხორციელებაში. ფაქტია, რომ თავის დროზე ამ ადამიანებს ყველანაირი საშუალება ჰქონდათ ამისთვის. ფაქტია, რომ მათ არაერთხელ მოსთხოვეს სახელმწიფოს გადავადება, არ შეასრულეს ვალდებულება, მაშინ, როდესაც არც პროკურატურა და არც მსგავსი სპეკულაციები არაფერ შუაში იყო. ეს არის ფაქტები და ის, რომ ვიღაცამ უთხრა : „ვაიმე, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში” – ეს არის ჭორაობა და ტყუილი“.

 

კომენტარები