მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბას აფუძ­ნებს

მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მოძ­რა­ო­ბას აფუძ­ნებს, რომლის მი­ზა­ნიც, მისი განცხადების მიხედვით, ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

“არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის დე­ეს­კა­ლა­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ან პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თვა და ამი­ტომ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­ვიჩ­ნევ, ახა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის და­ფუძ­ნე­ბას, სა­დაც გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი” – ნათ­ქვა­მია ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც მისი “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

ხაზარაძის გვერ­დით შე­საძ­ლოა ვი­ხი­ლოთ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყო­ფი­ლი სა­ხე­ე­ბი – ლე­ვან კო­ბე­რი­ძე, ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და თვით ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი.

ხა­ზა­რა­ძეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­უ­პი­რის­პირ­და. 14 თე­ბერ­ვალს, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეს და მის მო­ად­გი­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის­თვის ორ­თვი­ა­ნი ვადა მის­ცა.

საქ­მე ეხე­ბა 2007-2008 წელს შეს­რუ­ლე­ბულ კონ­კრე­ტულ ტრან­ზაქ­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ კლა­სი­ფი­ცირ­დე­ბა რო­გორც ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქ­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა. “თი­ბი­სი ბან­კის” საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

 

კომენტარები