მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პოლიტიკური პარტია

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში გააკეთებენ.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს:

„ორ დღეში გამოვაცხადებ დაფუძნების თარიღს, საათს და ადგილს. უპირველეს ყოვლისა დავაფუძნებთ საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დავაანონსეთ. ასევე შეგატყობინებთ, როდის დაფუძნდება პოლიტიკური პარტია. ეს ალბათ უახლოეს ხანში მოხდება. ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილთან კომუნიკაცია არ გვქონია. ის პოლიტიკიდან წავიდა და საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს“.

„ძალიან დიდ ძალას გვაძლევს ის მხარდაჭერა, რომელსაც მოსახლეობისგან ვგრძნობთ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ეს პროცესი დაგვეჩქარებინა. უახლოეს პერიოდში დაფუძნდება საზოგადოებრივი მოძრაობა, ასევე ძალიან მოკლე ვადაში დარეგისტრირდება პოლიტიკური პარტიაც“, – თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

26 ივლისსმამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეეფერდა.

 

 

კომენტარები