მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, – პრეზიდენტს ასეთ საქმეში ჩარევის კომპეტენცია არა აქვს

სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პრეზიდენტს ასეთ საქმეში ჩარევის კომპეტენცია არა აქვს.
„მესმის, რომ ოპოზიცია ან არასამთავრობო სექტორი თავიანთ შეხედულებებს აჟღერებენ. მე ვაკვირდები და მაქვს ჩემი ანალიზი, მაგრამ კარგად უნდა გაიგოთ, რომ პრეზიდენტს არა აქვს კომპეტენცია ჩაერიოს ასეთ საქმეში და გამოხატოს თავისი შეხედულება, სანამ პროკურატურა ან სასამართლოა ჩართული“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები