“მანქანაში 3 ადამიანის წესით მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მაქსიმალურად არაკომფორტული გახადოს გადაადგილება”-ზურაბ გურული

ამერიკაში მცხოვრები ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში მთავრობის მიერ დაწერებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით წერს-

“მთავრობისა და საზოგადოების ინტელექტუალური ურთიერთპატივისცემის შემთხვევაში მთავრობა პატიოსნად იტყოდა, რომ გაგებაში არ არის რა შეიძლება მოხდეს ქვეყანაში ეპიდღონისძიებების შესუსტების შემთხვევაში მიზეზთა და მიზეზთა გამო და ამიტომ მანქანაში 3 ადამიანის წესით მხოლოდ იმას ცდილობს, რომ მაქსიმალურად არაკომფორტული გახადოს გადაადგილება; საზოგადოება კი არ დაიწყებდა სხვა ლოგიკის ძებნას და უსაგნო ხუმრობებს ამ გადაწყვეტილების შესახებ; გაიაზრებდა რომ მისი აზრი არ აინტერესებთ მიზეზთა და მიზეზთა გამო და აკეთებენ იმას, რაც ყველაზე ადვილი და მოსახერხებელია მთავრობისათვის.
ხელისუფლებისათვის ამ სიტუაციიდან გამოსვლის მხოლოდ ორი მარტივი გზა არსებობს:
1. დაიკიდო საზოგადოება და მიაწვე შენსას;
2. შექმნა რეალურ ექსპერტთა საბჭო და რაღაცეების გათვლა ისე მოახერხო, რომ საზოგადოებას პატივისცემა გაუჩნდეს შენი შეზღუდვების მიმართ.

საზოგადოებისათვის …”-წერს ზურაბ გურული

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები