მანქანა დაეჯახა, ზეგ გადაუარა – მძღოლი გაიქცა

პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თემქაზე, 143-ე საჯარო სკოლასთან წუხელ მომხდარ ინციდენტს „ჩემო კარგოს“ 33 წლის კურიერის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად კომპანიას დაუკავშირდა.

მისი მეგობარი ამბობს, რომ სამსახურის შემდეგ მეგობრის სანახავად იყვნენ. შემთხვევა სახლში დაბრუნების დროს მოხდა. მანქანა დაეჯახა, ზეგ გადაუარა და გაიქცა. გუშინ ღამით გარდაიცვალა.

მეუღლე და შვილები არ ჰყავდა, ძალიან კარგი ბიჭი იყო, – ამბობს „ჩემო კარგოს“ დელივერი დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ მესხი.

როგორც „პრაიმტიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. დაკავებული ჯერჯერობით, არავინაა.

https://primetime.ge/idzebneba-mdzgholi-daighupa-bitchi-romelits-gushin-temqaze-manqanam-gaitana/

წყარო: primetime

კომენტარები